ქალაქ ბათუმის მერია-2013 წლის ანგარიში

  • Word
ქალაქ ბათუმის მერია-2013 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ბათუმის მერია
მიღების თარიღი 09/12/2013
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 23/12/2013
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
09/12/2013
ვებგვერდი, 23/12/2013
ქალაქ ბათუმის მერია-2013 წლის ანგარიში
ქალაქ ბათუმის მერია

ან­გა­რიში ქ. ბათუმის მერიის მიერ საჯარო ინფორმაციის

 გაცემისათვის გაწეული მუშაობის შესა­ხებ

 

 

         საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარ­მო­გიდ­გენთ ან­გა­რიშს ქ. ბათუმის მერიის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის გაწეული მუშაობის შესა­ხებ 2013 წლის 06 დეკემბრის მდგომარეობით.

ქ. ბათუმის მერია საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე ხელმძღვანელობს რა  „საქარ­­თვე­ლოს ზო­­­გადი ადმინისტრაციული კოდექსის" მოთხოვნებით, გარკვეულ მუშაობას ატარებს საჯარო ინფორ­მა­ციის ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, დადგენილია საჯარო ინფორ­მაციის გაცემაზე პა­სუ­ხის­­მგე­ბელი პირი ქ. ბათუმის მერიის ადმინისტრაციის საქმისწარმოების განყოფილების მთავარი სპე­ციალისტი. დამტკიცებულია საჯარო ინფორ­მაციის ხელმისაწვდო­მობის უზრუნველყოფაზე პა­სუ­ხის­მგე­­ბელი პირის სამსახურებ­რივი ინსტრუქცია, თვალსაჩინო ადგილას, სპეციალურ საინ­ფორ­მა­ციო და­ფა­ზე გამოკრულია პასუ­ხის­მგებელი პირის ვინაობა და საკონტაქტო ტელეფონები, სამსახურებრივი ინ­ს­ტრუქ­ცია და „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ" სამარ­თლებ­რივი აქ­ტის ასლი. საინფორმაციო დაფაზე ასევე განთავსებულია ქ. ბათუმის მერიის სა­ჯა­რო მოსამ­სახუ­რე­თა ჩა­მონათვალი და საკონტაქტო ტელეფონები, რათა მოქალაქეებს შეეძლოთ ოპე­­რა­ტიუ­ლად დაკავ­ში­რე­ბა მათთვის საჭირო საჯარო მოხელესთან.

2013 წლის 06 დეკემბრის მდგომარეობით, ქ. ბათუმის მერიაში და საჯარო ინფორ­მაციის გაცემის უზ­რუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის სახელზე შემოსულია 869 მომარ­თვა საჯა­რო ინ­ფორ­მა­ციის გა­ცემის მოთხოვნით. ყველა მათგანზე გაცემულია საჯარო ინ­ფორ­­­მა­ციები ზოგადი ადმი­ნის­ტრა­ციუ­ლი კო­დექსის მოთხოვნების დაცვით. გაცემული ინ­ფორ­მა­ციების ქსეროასლების რაოდენობა შეად­გენს A4 37,984 გვერდს, 2ც CD  დისკი. შე­საბ­ა­მი­სად, გადახდილია ასლის გადა­ღე­ბი­სათ­ვის მო­საკ­რებელი თანხა 1168 ლა­რი­სა და 25 თეთ­რის ოდენობით. ადგილი არ ჰქონია საჯარო ინ­ფორმაციის მოთ­ხოვნაზე უარის თქმას, შე­სა­ბა­მისად გასაჩივრების ფაქტებიც არ დაფიქსირებულა.