“ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალური სიგნალების დაყენება-გამოყენებისა და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის ავტომობილებისათვის სპეციალური შეფერილობის გამოყენების წესის” დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 2 ნოემბრის N589 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1003
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/12/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 01/03/2014
სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.016253
1003
31/12/2013
ვებგვერდი, 31/12/2013
140130000.22.034.016253
“ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალური სიგნალების დაყენება-გამოყენებისა და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის ავტომობილებისათვის სპეციალური შეფერილობის გამოყენების წესის” დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 2 ნოემბრის N589 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
“ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალური სიგნალების დაყენება-გამოყენებისა და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის ავტომობილებისათვის სპეციალური შეფერილობის გამოყენების წესის” დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 2 ნოემბრის N589 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №1003

2013 წლის 31 დეკემბერი

ქ. თბილისი

“ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალური სიგნალების დაყენება-გამოყენებისა და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის ავტომობილებისათვის სპეციალური შეფერილობის გამოყენების წესის” დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 2 ნოემბრის N589 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

        „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის N337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ნ“ ქვეპუნქტების  შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე სპეციალური სიგნალების დაყენება-გამოყენებისა და ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის ავტომობილებისათვის სპეციალური შეფერილობის გამოყენების წესის” დამტკიცების თაობაზე” საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004  წლის 2 ნოემბრის N589  ბრძანებით (ვებგვერდი,  08/11/2004, სარეგისტრაციო კოდი 140.130.000.22.034.006.796) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-2 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) სპეციალური სამსახურები – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცვის პოლიცია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შემოსავლების სამსახური, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტი, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბუნებრივი რესურსების სააგენტო, ჯანმრთელობის დაცვის (სასწრაფო სამედიცინო დახმარების) სპეციალური სამსახურები, ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურები, საბანკო დაწესებულებების საინკასაციო სამსახურები, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ტერიტორიის დაცვის განყოფილება;

გ) სპეციალური სიგნალები – ლურჯი ან ლურჯი და წითელი ფერის შუქურა, სპეციალური ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყო ან სპეციალური ხმოვანი სიგნალი.“.

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  სპეციალური სიგნალების დაყენება-გამოყენების ნებართვა გაიცემა მთვარობის წევრების, ოპერატიულ, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის, ხანძარსაწინააღმდეგო, საბანკო დაწესებულებების საინკასაციო და სასწრაფო სამედიცინო დახმარების განმახორციელებელ სამსახურებზე რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე.“.

3.  მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4 საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტისათვის გაიცემა მხოლოდ სპეციალური ლურჯი ფერის შუქურისა და ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოს დაყენება-გამოყენების ნებართვა.“.

4. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის ავტომობილებისათვის სპეციალური სიგნალების დაყენება-გამოყენებისა და სპეციალური შეფერილობის გამოყენებაზე ნებართვა გაიცემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

შინაგან საქმეთა მინისტრიალექსანდრე ჭიკაიძე