„დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 93
დოკუმენტის მიმღები საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 26/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 360050000.22.023.016218
93
26/12/2013
ვებგვერდი, 27/12/2013
360050000.22.023.016218
„დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
 
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №93

2013 წლის 26 დეკემბერი

ქ. თბილისი

„დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №12 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
„დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის №12 ბრძანებით (სსმ, ვებგვერდი, 13/05/2013, 360050000.22.023.016137) დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის:
1. პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი:

„ნ) მუხურის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი.“

2. მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი:

„გ) ბოდორნის კლდის სვეტის ბუნების ძეგლი.“

3. მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია მართავს:

ა) ალგეთის ეროვნულ პარკს;

ბ) დაშბაშის კანიონის ბუნების ძეგლს;

გ) სამშვილდის კანიონის ბუნების ძეგლს.

9. ყაზბეგის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია მართავს:

ა) ყაზბეგის ეროვნულ პარკს;

ბ) სახიზნარის კლდის ბუნების ძეგლს;

გ) აბანოს მინერალური ტბის ბუნების ძეგლს;

დ) თრუსოს ტრავერტინების ბუნების ძეგლს:

ე) ჯვრის უღელტეხილის ტრავენტინების ბუნების ძეგლს.

 ვ) ქეთერისის მინერალური ვოკლუზის ბუნების ძეგლს.“

4. მე-11 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი:

„დ) გოდერძის ნამარხი ტყის ბუნების ძეგლს.“

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიხათუნა გოგალაძე