დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ტექნიკის ნუსხა | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1005 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/12/2013 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140130000.22.034.016255 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/12/2013 - 08/12/2023)
|
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ტექნიკის ნუსხა
|
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა” და „ნ” ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული რედაქციით „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ტექნიკის ნუსხა“ . |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2014 წლის 1 იანვრიდან. |
|
დანართი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ტექნიკის ნუსხა
|
1.
ცეცხლსასროლი იარაღი:
ა) პისტოლეტი; ბ) სასიგნალო პისტოლეტი; გ) ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი; დ) ტყვიამფრქვევი; ე) ხელის ტყვიამფრქვევი; ვ) შაშხანა; ზ) სასიგნალო შაშხანა; თ) სნაიპერის შაშხანა; ი) ყუმბარმტყორცნი; კ) ლულქვედა ყუმბარმტყორცნი; ლ) საზენიტო ტყვიამფრქვევი (სანაპირო დაცვის ხომალდებზე); მ) საზენიტო დანადგარი (სანაპირო დაცვის ხომალდებზე); ნ) ქვემეხი (სანაპირო დაცვის ხომალდებზე). |
2.
საბრძოლო მასალა:
ამ ნუსხის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცეცხლსასროლი იარაღისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალა, ხელყუმბარა, აგრეთვე ტანკსაწინააღმდეგო ხელყუმბარა. |
3.
ტექნიკის ნუსხა:
ა) საავტომობილო ტექნიკა; ბ) საინჟინრო შეიარაღების საშუალებები; გ) კავშირგაბმულობის ტექნიკა და ავტომატური მართვის სისტემები; დ) საფრენი აპარატები; ე) მცურავი საშუალებები; ვ) ტოპოგრაფიული ტექნიკა; ზ) მეტროლოგიის ტექნიკური საშუალებები; თ) უზრუნველყოფის ტექნიკა.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები