დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ერედვის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 დეკემბრის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 31 |
| დოკუმენტის მიმღები | ერედვის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 280010000.35.147.016048 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
,,ერედვის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ერედვის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 27 დეკემბრის №21 დადგენილებაში (სსმ, ვებგვერდი, 08/01/2013; 280.010.000.35.147.016.038) დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 მუხლი:
,,მუხლი 21. კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებული პირთა დახმარება 1. ზამთრის სეზონისათვის ერთჯერად, კომპაქტურ ჩასახლებებში (სოფლებში: სკრა, თელიანი, მეტეხი, ხურვალეთი, საქაშეთი), თითოეული კოტეჯზე, სადაც ფაქტობრივად ცხოვრობენ იძულებით გადაადგილებული პირები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ერედვის მუნიციპალიტეტში და არ აქვთ ბუნებრივი აირით გათბობა, დაფინანსებას მიიღებენ 200 ლარის ოდენობით. 2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია: ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში. დ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი; ე) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, ოჯახის შემადგენლობის შესახებ; ვ) საჭიროების შემთხვევაში ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. 3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები