სსიპ - საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი

სსიპ - საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი
მიღების თარიღი 30/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 010240040.45.050.016005
5
30/12/2013
ვებგვერდი, 30/12/2013
010240040.45.050.016005
სსიპ - საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი
საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი
 

საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის

ბრძანება №5

2013 წლის 30 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

სსიპ - საქართველოს სტანდარტების და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 73-ე მუხლის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის N1-1/1570 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის  „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტების, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს  N219 დადგენილების „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების წესი" დამტკიცების შესახებ მთავრობის დადგენილების  საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს  „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს"  საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი“ (დანართი №1).
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

გენერალური დირექტორიპრომეთე შევარდნაძე



საჯარო სამართლის იურიდიული პირისსაქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი

მუხლი 1. ზოგადი დებულება
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი განსაზღვრავს სააგენტოში საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და გაცემის წესს.

მუხლი 2. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა
1.საჯარო ინფორმაცია ელექტრონული ფორმით შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესითა და ვადებში მიიღოს მოთხოვნილი ინფორმაცია.

2. ელექტრონული ფორმით მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უნდა გაიგზავნოს სააგენტოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირთან ელექტრონულ მისამართზე publicinfo@geostm.ge.

3.  ელექტრონული ფორმით წარდგენილი მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უნდა შეიცავდეს:

ა) ინფორმაციის მომთხოვნი ფიზიკური პირის სახელს, გვარს, პირად ნომერს, ტელეფონის ნომერს;

ბ) ინფორმაციის მომთხოვნი იურიდიული პირის და ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებას, საიდენტიფიკაციო ნომერს, იურიდიულ მისამართს, ტელეფონის ნომერს, ხელმძღვანელი პირის სახელს, გვარს;

გ) მითითებას საჯარო ინფორმაციის მიღების სასურველი ფორმის შესახებ - ელექტრონული ფოსტის საშუალებით, კომპაქტურ დისკზე ჩაწერილი, მატერიალური სახით თუ დედანში გაცნობის გზით.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი წესების დარღვევით წარდგენილი მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე სააგენტოს მიერ არ განიხილება.  


მუხლი 3. საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემა
1. ელექტრონული ფორმით წარდგენილი მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე  ელექტრონული მისამართის  (publicinfo@geostm.ge.) მეშვეობით რეგისტრაციას გადის სააგენტოში და მომთხოვნს ეგზავნება რეგისტრაციის დადასტურება.

2. „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აგვისტოს N219 დადგენილების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადების ათვლა დაიწყება მოთხოვნის ელექტრონული ფორმით მიღებიდან (მოთხოვნის რეგისტრაციის დადასტურებიდან, სარეგისტრაციო ნომრის მითითებით) მეორე სამუშაო დღეს.

3.თუ მოთხოვნილი ინფორმაცია მოცულობიდან გამომდინარე შეუძლებელია გაგზავნილ იქნეს ელექტრონულად, სააგენტო ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს მომთხოვნს და იტოვებს უფლებას მომთხოვნის თანხმობის შემთხვევაში განახორციელოს მისი გაცემა „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.