საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემოღების შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემოღების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 965
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი
მიღების თარიღი 19/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/12/2013
ძალაში შესვლის თარიღი 20/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 010320040.08.002.016902
965
19/12/2013
ვებგვერდი, 19/12/2013
010320040.08.002.016902
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემოღების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი
 

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №965

2013 წლის 19 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემოღების შესახებ

1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული საქართველოს პრეზიდენტის ადმინი­ს­ტ­რაციის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატები­თი საკვალიფიკაციო მოთხო­ვ­ნები.
2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს 2013 წლის 20 დეკემბრიდან.

 

საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი





საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცალკეული თანამდებობებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

1. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტა­მენტის უფროსის თანამდებობისათვის დადგინდეს შემდეგი დამატებითი საკვალი­ფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) ხელმძღვანელის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდი­ლება;

გ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ათწლიანი გამოცდილება;

დ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება;

ე) სასამართლო ორგანოებთან პროფესიული ურთიერთობის არანაკლებ ხუთ­წლიანი გამოცდილება;

ვ) ადვოკატთა ტესტირების (სამოქალაქო-ადმინისტრაციული მიმართულება) ჩაბარების დამადასტურებელი მოწმობა (ჩაით­ვლება უპირატესობად);

ზ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

თ) საკანონმდებლო კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

ი) უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

2. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტა­მე­ნ­ტის მთავარი მრჩევლის (მიმართულება - სამართლებრივი აქტების პროექ­ტე­ბ­ის მომზადება და/ან ექსპერტიზა) თანამდებობისათვის დადგინდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება;

გ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება;

დ) სამართლებრივი აქტების პროექტებზე მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება;

ე) სასამართლო ორგანოებთან პროფესიული ურთიერთობის გამოცდილება;

ვ) ადვოკატთა ტესტირების (სამოქალაქო-ადმინისტრაციული მიმართულება) ჩაბარების დამადასტურებელი მოწმობა (ჩაით­ვ­ლება უპირატესობად);

ზ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

თ) საკანონმდებლო კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

ი) უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

3. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტის მთავარი მრჩევლის (მიმართულება - საკანონმდებლო აქტებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა) თანამდებობისათვის დადგინდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება;

გ) კანონპროექტებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების პროექტებზე მუშა­ობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრუ­ლ­ყოფილი ცოდნა;

ე) საკანონმდებლო კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

ვ) უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

4. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტა­მენტის მთავარი მრჩევლის (მიმართულება - საკანონმდებლო აქტების პროექტე­ბის მომზადება/სამართლებრივი ექსპერტიზა) თანამდებობისათვის დადგინდეს შემდეგი დამატებითი საკვა­ლი­­ფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება;

გ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება;

დ) კანონპროექტებზე მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება;

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრუ­­ლ­ყოფილი ცოდნა;

ვ) საკანონმდებლო კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

ზ) უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

5. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტა­მე­ნტის მთავარი სპეციალისტის (მიმართულება - სასამართლოებთან ურთი­ე­რ­თობა) თანამდებობისათვის დადგინდეს შემდეგი დამატე­ბითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება;

გ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება;

დ) სასამართლო ორგანოებთან პროფესიული ურთიერთობის არანაკლებ სამ­წლიანი გამოცდილება;

ე) მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი მოწმობა (ჩაითვლება უპირატე­სო­ბად);

ვ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრუ­­ლ­ყოფილი ცოდნა;

ზ) საკანონმდებლო კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

თ) უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

6. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის იურიდიული დე­პარ­ტა­მე­ნტის მთავარი სპეციალისტის (მიმართულება - შიდაუწყებრივი სამართ­ლე­ბ­რივი დოკუმენტაციის მომზადება/სამართლებრივი ექსპერტიზა) თანამდებობისათვის დადგინდეს შემდე­გი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება;

გ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

ე) საკანონმდებლო კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

ვ) უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

7. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის დეპარტამენტის მთავარი მრჩევლის თანამდებობისათვის დადგინდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება;

გ) საპროტოკოლო საქმიანობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;

დ) ორი ან მეტი უცხო ენის (მათ შორის ერთ-ერთი - ინგლისური) სრულყოფილი ცოდნა)

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.

8. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროტოკოლის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის თანამდებობისათვის დადგინდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება;

გ) ორი ან მეტი უცხო ენის (მათ შორის ერთ-ერთი - ინგლისური) სრულყოფილი ცოდნა;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.

9. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაჯილდოების, მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა დეპარტამენტის უფროსის თანამდებობისათვის დადგინდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება;

გ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;

დ) უცხო ენის (მათ შორის ერთ-ერთი - ინგლისური) სრულყოფილი ცოდნა;

ე) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.

10. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაჯილდოების, მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტის თანამდებობისათვის დადგინდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი იურიდიული განათლება;

ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;

გ) მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხებზე მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.

11. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაჯილდოების, მოქალაქეობისა და შეწყალების საკითხთა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის თანამდებობისათვის დადგინდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;

გ) სახელმწიფო ჯილდოების საკითხებზე მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა.

12. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის მთავარი მრჩევლის (მიმართულება - რედაქტორი) თანამდებობისათვის დადგინდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) მედიასაშუალებებში ან მედიასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება;

გ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ სამწლიანი გამოცდილება;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

ე) უცხო ენის (ინგლისური) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

13. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის მთავარი მრჩევლის (მიმართულება - პრესსამსახურის არქივის წარმოება) თანამდებობისათვის დადგინდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ ექვსწლიანი გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

დ) უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

14. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციის დეპარტამენტის მთავარი მრჩევლის (მიმართულება - მასმედიასთან ურთიერთობა) თანამდებობისათვის დადგინდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება ჟურნალისტიკის, საზოგადოებასთან ურთიერთობის, მედიამენეჯმენტის ან ინფორმაციისა და კომუნიკაციის სფეროში;

ბ) მედიასაშუალებებში ან მედიასთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის არანაკლებ ოთხწლიანი გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

დ) უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

15. საქართველოს პრეზიდენტის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მთავარი მრჩევლის თანამდებობისათვის დადგინდეს შემდეგი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მუშაობის არანაკლებ ოთხწლიანი გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

დ) უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

16. საქართველოს პრეზიდენტის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის თანამდებობისათვის დადგინდეს შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება;

ბ) ადამიანური რესურსების მართვის სფეროში მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

დ) უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.