„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 7 ივლისის №3/320 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 7 ივლისის №3/320 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 05/77
დოკუმენტის მიმღები საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 19/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/12/2013
ძალის დაკარგვის თარიღი 20/03/2015
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.054.016105
05/77
19/12/2013
ვებგვერდი, 19/12/2013
040030000.22.054.016105
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 7 ივლისის №3/320 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
 

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის

ბრძანება №05/77

2013 წლის 19 დეკემბერი

ქ. თბილისი

 

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 7 ივლისის №3/320 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2005 წლის 7 ივლისის №3/320 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის“ დებულების  მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„მუხლი 5. ცენტრის მართვა

1. ცენტრის ხელმძღვანელობას, სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით, ახორციელებს აღმასრულებელი დირექტორი.

2. აღმასრულებელ  დირექტორს  სამეთვალყურეო საბჭოს წარდგინებით ან საკუთარი შეხედულებით დამოუკიდებლად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, რომელიც უფლებამოსილია:

ა) დანიშნოს  სამეთვალყურეო საბჭოს მიერ წარდგენილი აღმასრულებელი დირექტორის კანდიდატი;

ბ) მოსთხოვოს სამეთვალყურეო საბჭოს აღმასრულებელი დირექტორის ახალი კანდიდატურის წარდგენა;

გ) აღმასრულებელი დირექტორი დანიშნოს საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად.

3. ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი:

ა) მოისმენს და განიხილავს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების მუშაობის გეგმებს და ანგარიშებს, ცალკეულ თანამშრომელთა საქმიანობის შედეგებს/ანგარიშებს, პრობლემატურ საკითხებს, თანამშრომლების მოხსენებებს;

ბ) განიხილავს გრანტის მოსაპოვებლად ცენტრის სახელით მომზადებული პროექტების თემატიკას და პროექტების დონეს; განიხილავს საქართველოს და უცხოეთის სხვა სახელოვნებო და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობის საკითხებს;

გ) იღებს გადაწყვეტილებებს ფოლკლორის თემაზე პერიოდიკის გამოცემის თაობაზე, უფლებამოსილია შეარჩიოს გამოცემების სარედაქციო კოლეგიები და პერიოდულად მოისმინოს მათი მუშაობის ანგარიშები;

დ) წარადგენს ღირსეულ შრომებს პრემიებისა და ჯილდოების მოსაპოვებლად;

ე) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საშტატო განრიგს და სახელფასო ფონდს;

ვ) წარმართავს და ორგანიზებას უწევს ცენტრის საორგანიზაციო-ადმინისტრაციულ საქმიანობას და პერსონალურად აგებს პასუხს ამ საქმიანობის კანონიერებასა და ეფექტურობაზე;

ზ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს ცენტრს ყველა ინსტანციაში, გასცემს მინდობილობებს, დებს გარიგებებს;

თ) კანონით დადგენილი წესით და სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით, განაგებს და განკარგავს ცენტრის ქონებას და სახსრებს, მასვე ეკისრება პასუხისმგებლობა ცენტრის  საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე;

ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აფორმებს შრომით ხელშეკრულებებს ცენტრის  თანამშრომლებსა და, საჭიროებისამებრ, დროებით მოწვეულ სპეციალისტებთან, იღებს გადაწყვეტილებებს ცენტრის  თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ; განსაზღვრავს სახელფასო ანაზღაურების ოდენობას;

კ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;

ლ) სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით, შეიმუშავებს და ამტკიცებს ცენტრის  სტრუქტურას, ბიუჯეტს და შინაგანაწესს;

მ) ამტკიცებს ცენტრის  სტრუქტურული ერთეულების სამუშაო გეგმას, განსაზღვრავს საქმიანობის ძირითად მიმართულებას;

ნ) სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს ცენტრის  დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის, ასევე ცენტრის  რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ;

ო) ნიშნავს და ათავისუფლებს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეებს;

პ) ვალდებულია,  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს აცნობოს მისი არყოფნის პერიოდში აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის შესახებ;

ჟ) დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების მისაღწევად უფლებამოსილია, განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობით ნებადართული სხვა მოქმედებები.

4. აღმასრულებელ დირექტორს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში:

ა) პირადი განცხადებით;

ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;

გ)  სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას;

დ)  გარდაცვალებისას;

ვ) სამეთვალყურეო საბჭოს დასაბუთებული წარდგინებით და მინისტრის გადაწყვეტილებით;

ზ) მინისტრის გადაწყვეტილებით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

5. აღმასრულებელი დირექტორის საქმიანობას ზედამხედველობს სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც  შედგება 7-დან 13-მდე წევრისგან.

6. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობას ამტკიცებს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი.

7. სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც ირჩევს საბჭო თავისი შემადგენლობიდან.

8. სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის არჩევის პროცედურებს განსაზღვრავს საბჭო.

9. სამეთვალყურეო საბჭო იკრიბება 3 თვეში ერთხელ მაინც და უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა, ხოლო ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საბჭოს თავმჯდომარის ხმა.

10.  სამეთვალყურეო საბჭო:

ა) ითანხმებს ცენტრის ბიუჯეტის პროექტს და აღმასრულებელი დირექტორისგან ისმენს მისი შესრულების ანგარიშს;

ბ) განიხილავს და განსაზღვრავს ცენტრის შემოქმედებითი საქმიანობის ძირითად მიმართულებებს და ზედამხედველობას უწევს ცენტრის მიზნების განხორციელებას;

გ) განიხილავს ცენტრის სტრუქტურული რეორგანიზაციის საკითხებს; ითანხმებს ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის მიერ შემუშავებული ცენტრის დებულების ცვლილების პროექტს;

დ) განიხილავს ცენტრის საქმიანობასთან დაკავშირებულ საჩივრებს და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს.

11. სამეთვალყურეო საბჭოს წევრს შეიძლება ვადაზე ადრე შეუწყდეს უფლებამოსილება შემდეგ შემთხვევებში:

ა) პირადი განცხადებით;

ბ) სამეთვალყურეო საბჭოს წარდგინებით და მინისტრის გადაწყვეტილებით;

გ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლისას;

დ) სასამართლოს მიერ ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად აღიარებისას;

ე) გარდაცვალებისას;    

ვ) მინისტრის გადაწყვეტილებით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

12. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა საქმიანობა არ ანაზღაურდება.“

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მინისტრიმირიანე ოდიშარია