დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქალაქ ბათუმის სსიპ N 7 საჯარო სკოლის ანგარიში | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 01-10 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ბათუმის სსიპ N 7 საჯარო სკოლა |
| მიღების თარიღი | 18/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49- ე მუხლის შესაბამისად და ამავე კოდექსის III თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემა / არგაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით , აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების , კულტურისა და სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს – სსიპ ქალაქ ბათუმის №7 საჯარო სკოლის 2013 წლის ანგარიში .
ა) ქალაქ ბათუმის სსიპ №7 საჯარო სკოლაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნა არ შემოსულა. საჯარო ინფორმაციაში შესწორების თაობაზე სკოლაში მოთხოვნა არ შემოსულა. სკოლის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.
ბ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე არ ყოფილა მიღებული არცერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
გ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა.
დ) 2013 წლის საანგარიშო პერიოდში სსიპ ქალაქ ბათუმის №7 საჯარო სკოლაში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინური სახდელი არ დადებულა.
ე) სსიპ ქალაქ ბათუმის №7 საჯარო სკოლას საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები.
ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის ,,ზ’’ პუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით სსიპ ქალაქ ბათუმის №7 საჯარო სკოლის მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. სსიპ ქალაქ ბათუმის №7 საჯარო სკოლის მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა. აქედან გამომდინარე არ გვაქვს ინფორმაცია გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების და მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების თაობაზე.
საჯარო სკოლის დირექტორის მ.შ. შ. ქონიაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები