დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24/35 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი ფოთი |
| მიღების თარიღი | 18/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/12/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 21/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.111.016184 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (24/12/2013 - 16/01/2014)
|
თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფინანსების წესის დამტკიცების შესახებ
|
თვითმმართველი ქალაქის-ფოთის საკრებულო აღნიშნავს რომ, ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსების მართვის, თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფინანსების სრულყოფის მიზნით აუცილებლობას წარმოადგენს დაფინანსების ერთიანი კრიტერიუმის შემოღება, ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის და ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად საკრებულომ დაადგინა: |
| მუხლი 1 |
1.
დამტკიცდეს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფინანსების წესი თანახმად დანართი №1-ისა. |
2.
პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წესი გავრცელდეს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მიერ დაფუძნებული იმ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებზე, რომლებიც ეწევიან საგანმანათლებლო და აღმზრდელობით (გარდა სკოლამდელი აღზრდისა და ობოლ ბავშვებზე მზრუნველობისა) საქმიანობას - სპორტის, კულტურის, ხელოვნებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის დარგში. |
| მუხლი 2 |
1.
2013 წლის ასიგნებების ფარგლებში აღებული ვალდებულებების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დაფინანსება განხორციელდება 2014 წლის საბიუჯეტო წელიწადში და იგი მხედველობაში არ მიიღება 2014 წლის დაფინანსების განსაზღვრისას. |
2.
დადგენილება ძალაშია ხელმოწერისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
|
დანართი N1
|
თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მიერ დაფუძნებული
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფინანსების
წესი |
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
1.
ეს წესი განსაზღვრავს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების (შემდგომში- „ააიპ“) დაფინანსების წესს და პირობებს; |
2.
ამ წესის რეგულაციის სფეროს წარმოადგენს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მიერ დაფუძნებული ის „ააიპ“-ები, რომლებიც თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საგანმანათლებლო და აღმზრდელობითი (გარდა სკოლამდელი აღზრდისა და ობოლ ბავშვებზე მზრუნველობისა) - სპორტის, კულტურის, ხელოვნებისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის დარგში. |
მუხლი 2.
ინფორმაციის წარდგენის ვადები |
1.
თითოეული „ააიპ“ ვალდებულია არაუგვიანეს მომდევნო საბიუჯეტო კვარტლის პირველი თვის 5 რიცხვისა თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის საფინანსო და ეკონომიკური განვითარების სამსახურს წარუდგინოს შემდეგი ინფორმაცია: |
ა)
მონაცემები მოსწავლეთა რაოდენობის შესახებ (დასწრების დინამიკის გათვალისიწინებით მოსწავლეთა რაოდენობა გაყოფილი დამსწრეთა რაოდენობაზე), |
ბ)
მონაცემები დირექციისა და დამხმარე პერსონალის რაოდენობის შესახებ, |
გ)
მონაცემი საკუთარი კვარტალური შემოსულობების შესახებ. |
2.
თითოეული „ააიპ“ ვალდებულია არაუგვიანეს მომდევნო საბიუჯეტო წლის 10 იანვრისა თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის საფინანსო და ეკონომიკური განვითარების სამსახურს წარუდგინოს ინფორმაცია წინა წლის აგრეგირებული სახელფასო ფონდის მოცულობის შესახებ (პრემიების და დანამატების გარეშე). |
მუხლი 3.
დაფინანსების განსაზღვრის წესი |
1.
„ააიპ“-ის დაფინანსება განისაზღვრება შემდეგი ფორმულით D=A+F+C+B; სადაც:
A - ერთჯერადად გაცემული წლიური საბიუჯეტო დაფინანსებაა, F–წინა საბიუჯეტო წლის წლიური აგრეგირებული სახელფასო ფონდის მოცულობის შესაბამისად გაცემული საბიუჯეტო დაფინანსება, C - თითოეულ მოსწავლეზე გაცემული საბიუჯეტო დაფინანსების მოცულობა თვეში, B - ბონუს დაფინანსება საკუთარი შემოსულობების კვალობაზე. |
2.
„ააიპ“-ის დაფინანსების კომპონენტები იანგარიშება შემდეგნაირად: |
ა)
A - კომპონენტისათვის: |
ა.ა)
A=12,0 ათ. ლარს (როცა არაუმეტეს 70 მოსწავლე), |
ა.ბ)
A=14,0 ათ. ლარს (როცა მოსწავლეთა რაოდენობაა 70-დან 150-მდე), |
ა.გ)
A=16,0 ათ. ლარს (როცა მოსწავლეთა რაოდენობაა 150-დან 250-მდე), |
ა.დ)
A=18,0 ათ. ლარს - (სხვა დანარჩენ შემთხვევაში). |
ბ)
Fკომპონენტისათვის -30% პლიუს დირექცია და დასაქმებული პერსონალის 8 მოსამსახურის ზევით ყოველ 1 მოსამსახურეზე - 1%. |
გ)
C - კომპონენტებისათვის: |
გ.ა)
C=X*40 ლარი (არაუმეტეს 70 მოსწავლე), |
გ.ბ)
C=X*35 ლარი (როცა მოსწავლეთა რაოდენობაა 70-დან 150-მდე), |
გ.გ)
C=X*30 ლარი (როცა მოსწავლეთა რაოდენობაა 150-დან 250-მდე), |
გ.დ)
C=X*20 ლარი (სხვა დანარჩენ შემთხვევაში). |
დ)
B კომპონენტისათვის - ბონუს დაფინანსება საკუთარი კვარტალური შემოსულობის (ყოველი კონკრეტული კვარტლისათვის) 20%
შენიშვნა:C კომპონენტის ფორმულისათვის სადაც: X წარმოადგენს მოსწავლეთა რაოდენობას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში კვარტალების შესაბამისად.
|
მუხლი 4.
სხვა დებულებანი |
1.
დამტკიცებული საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში კონკრეტული დაფინანსების მოცულობა განისაზღვრება ყოველი კონკრეტული კვარტლისათვის ამ წესის მე-2 და მე-3 მუხლის საფუძველზე თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის საფინანსო და ეკონომიკური განვითარების სამსახურის მიერ, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევებისა. |
2.
დაფინანსების კონკრეტული მოცულობის განსაზღვრისას-თუ იგი აღემატება წინა საბიუჯეტო წლის დაფინანსების მოცულობას, შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნას წინა საბიუჯეტო წელს გამოყოფილი დაფინანსების ზედა ზღვარი ან/და აღნიშნულ ზედა ზღვარს (წინა საბიუჯეტო წლის დაფინანსების მოცულობა) დამატებული დაფინანსება 10% ფარგლებში, რომელსაც განსაზღვრავს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მერიის საფინანსო და ეკონომიკური განვითარების სამსახური. |
3.
ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. |
4.
გარდა თვითმმართველი ქალაქის-ფოთის მიერ დაფუძნებული „ააიპ“ დაფინანსების წესით განსაზღვრული დაფინანსების მოცულობისა, შეიძლება არსებობდეს საბიუჯეტო დაფინანსების სხვა კომპონენტებიც, კერძოდ: |
ა)
არაფინანსური აქტივების ზრდა (მიმდინარე და კაპიტალური დანახარჯებისათვის გამოყოფილი ფინანსური რესურსი, რომელიც ძირითად ნაწილს შეადგენს მშენებლობასთან ან/და არსებული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ხარჯები); |
ბ)
სხვა ღონისძიებების, თუ კონფერენციების ორგანიზებისათვის და ასევე საჭირო დამატებითი დანახარჯები. |
5.
ამ წესით გათვალისწინებული დამატებითი საბიუჯეტო დაფინანსების პირობები განისაზღვროს თვითმმართველი ქალაქის-ფოთის (თვითმმართველი ერთეულის) ბიუჯეტის შესაბამისი ნორმებით.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები