დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ-აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ 2013 წლის ანგარიში | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ-აჭარის სატყეო სააგენტო |
| მიღების თარიღი | 12/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
ა ნ გ ა რ ი შ ი
სსიპ-აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ 2013 წლის განმავლობაში გაცემული საჯარო
ინფორმაციის შესახებ
2013 წლის მანძილზე სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოვიდა 14 განცხადება. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის ფაქტს ადგილი არ ქონია;
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მიზნით სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოში მოთხოვნა არ შემოსულა;
სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე გადაწყვეტილებები მიღებული იქნა სააგენტოს უფროსის მიერ;
სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვება/დამუშავებას ადგილი არ ქონია;
თანამშრომელთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევები არ დაფიქსირებულა. აგრეთვე, არ მომხდარა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირზე დისციპლინური სახდელის დადება.
2013 წლის მანძილზე სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ საჯარო ინფორმაციის მიღებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები არ გაწეულა.
სააგენტოს უფროსი თემურ ქურიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები