დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 66314 |
დოკუმენტის მიმღები | შემოსავლების სამსახური |
მიღების თარიღი | 17/12/2013 |
დოკუმენტის ტიპი | შემოსავლების სამსახურის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/12/2013 |
ძალაში შესვლის თარიღი | 17/12/2013 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2019 |
სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.00.016260 |
შემოსავლების სამსახურის
ბრძანება №6631 4
2013 წლის 17 დეკემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ” ქვეპუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2012 წლის 1 აგვისტოს №12858 ბრძანების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანასთან/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელების ინსტრუქციის“ (დანართი №1):
ა) მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საჭიროების შემთხვევაში, დათვალიერების თაობაზე გადაწყვეტილებას, საბაჟო დეკლარაციის წითელ დერეფანში გადაყვანის ფორმით, იღებს: საბაჟო დეპარტამენტის უფროსი ან მისი მოადგილე, გაფორმების სამმართველოს უფროსი ან მისი მოადგილე, ინფორმაციის დამუშავების, გაცვლის და რისკების მართვის სამმართველოს უფროსი ან მისი მოადგილე, გეზ-ის უფროსი ან მისი მოადგილე, გეზ-ის შესაბამისი სამმართველოს ან განყოფილების უფროსი, საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსი ან მისი მოადგილე ან ცვლის უფროსი.“;
ბ) 22-ე მუხლის:
ბ.ა) მე-16 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 პუნქტი:
„161. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტი გასცემს „ექსპერტის დასკვნა − ფორმა №1“-ს (დანართი №III- 04) მხოლოდ ძვირფასი ლითონების, ძვირფასი ქვებისა და ძვირფასქვიანი საიუველირო ნაკეთობების საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნით ჩატარებული სასაქონლო ექსპერტიზის შედეგებზე;“;
ბ.ბ) მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 17. ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებულ „ექსპერტის დასკვნა − ფორმა №1“-სა და „ექსპერტის დასკვნა − ფორმა №2“-ს ხელს აწერს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სატარიფო და არასატარიფო კონტროლის სამმართველოს ექსპერტი, რომელიც ატარებს შესაბამის სასაქონლო ექსპერტიზას, ან საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი , რომელსაც დასკვნის გასაცემად გააჩნია სპეციალური ცოდნა.“ ;
გ) დანართი №III–04 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე .
სამსახურის უფროსი ლ.ხუციშვილი
დანართი № III–04
თარიღი: --/--/-----
-----------------------------------------------
(სტრუქტურული ერთეული)
-------------------------------------------------------------
ექსპერტის დასკვნა № 001/001
----------------------------------------- შესახებ
(ფორმა №1)
| შემსრულებელი
სახელი
გვარი
სამუშაო ადგილი და თანამდებობა;
თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ ბრძანების ან/და შესაბამისი სერტიფიკატის ნომერი
| ||
ექსპერტის წინაშე დასმული კითხვები
| ექსპერტიზის ჩატარების ადგილი
| ||
განმარტება ექსპერტიზის შედეგებზე (ექსპერტის მიერ მიერ ჩატარებული გამოკვლევის შედეგები. არსებობის შემთხვევაში მიეთითება საქონლის შეფასების დანართები (დანართის N, გვერდების რაოდენობა).
ექსპერტის ხელმოწერა:
|
დოკუმენტის კომენტარები