თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის სტრუქტურული რეორგანიზაციისა და „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 210
დოკუმენტის მიმღები თვითმმართველი ქალაქი რუსთავი
მიღების თარიღი 17/12/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 20/12/2013
ძალაში შესვლის თარიღი 03/01/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.160.016193
210
17/12/2013
ვებგვერდი, 20/12/2013
010260020.35.160.016193
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის სტრუქტურული რეორგანიზაციისა და „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
თვითმმართველი ქალაქი რუსთავი
 
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს

 დადგენილება  №210

2013 წლის 17 დეკემბერი

ქ. რუსთავი

 „თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №8 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,  თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №8 დადგენილების (ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები, 13.07.2010 წ.) პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართში  –  'თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მერიის დებულება'  შევიდეს შემდეგი ცვლილებები:

1.  მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„2. მერიის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) მერიის ადმინისტრაცია;

ბ) ინფრასტრუქტურისა და მშენებლობის სამსახური;

გ) საფინანსო სამსახური;

დ) შესყიდვების სამსახური;

ე) სოციალური მომსახურების, ჯანმრთელობის და დასაქმების  საკითხთა სამსახური;

ვ) კულტურის სამსახური;

ზ) ურბანული დაგეგმარებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახური;

თ) ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახური;

ი) ზედამხედველობის სამსახური;

კ) ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახური;

ლ) სახანძრო დაცვის სამსახური;

მ) სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური;

ნ) პრესსამსახური;

ო) ეკონომიკური განვითარების სამსახური"

2. მე-13 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

“6. ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის ძირითადი ფუნქციაა: თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ქონების მართვის უზრუნველყოფა და კანონიერი მოსარგებლეებისათვის არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა.“

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია 2014 წლის 3 იანვრიდან.

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეკახა გურგენიძე