დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანის საჯარო სკოლის ანგარიში | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4-92 |
| დოკუმენტის მიმღები | დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანის საჯარო სკოლა |
| მიღების თარიღი | 10/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანის საჯარო სკოლის ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49–ე მუხლის შესაბამისად, გიგზავნით ანგარიშს:
ა) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანის საჯარო სკოლაში შემოსულია სამი საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა:
1. სოციალური მომსახურების სააგენტოს დედოფლისწყაროს რაიონული განყოფილებიდან;
2. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურიდან;
3. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრიდან.
ბ) მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე არ მიღებულა არცერთი გადაწყვეტილება;
გ) შეგროვებული, დამუშავებული, შენახული პერსონალური მონაცემების გადაცემა არ მომხდარა;
დ) საჯარო მომსახურებათა მიერ ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევის ფაქტი არ ყოფილა და პასუხისმგებელ პირებს დისციპლინური სახდელი არ მისცემიათ;
ე) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის ფაქტი არ ყოფილა;
ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ფაქტი არ ყოფილა;
ზ) დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანის საჯარო სკოლის მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გადაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები არ ყოფილა.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის
სოფელ ოზაანის საჯარო სკოლის დირექტორი მ. ლეკაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები