დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 4 ნოემბრის №365 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 424 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 18/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/12/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/04/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320040.22.033.016593 |
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 4 ნოემბრის №365 ბრძანებით (ვებგვერდი, 05.11.2013, 010320040.22.033.016585) დამტკიცებულ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის მოხელეთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) საჯარო სექტორში საიდუმლო საქმისწარმოების ორგანიზების სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება ან უმაღლესი განათლება და მუშაობის არანაკლებ 2 წლის გამოცდილება;“; ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. დაემატოს შემდეგი შინაარსის 471 მუხლი: „მუხლი 471. თანაშემწე თანაშემწე: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება; გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III და VI თავების, საქართველოს ფინანასთა სამინისტროს დებულების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 11 ოქტომბრის №340 ბრძანების (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ცოდნა; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.“. 3. დაემატოს შემდეგი შინაარსის 601 მუხლი: „მუხლი 601. თანაშემწე თანაშემწე: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება; გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III და VI თავების, საქართველოს ფინანასთა სამინისტროს დებულების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 11 ოქტომბრის №340 ბრძანების (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ცოდნა; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.“. 4. დაემატოს შემდეგი შინაარსის 631 მუხლი: „მუხლი 631. თანაშემწე თანაშემწე: ა) უმაღლესი განათლება; ბ) საჯარო სექტორში მუშაობის გამოცდილება; გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III და VI თავების, საქართველოს ფინანასთა სამინისტროს დებულების, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 11 ოქტომბრის №340 ბრძანების (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის) „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქმისწარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ცოდნა; დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office Outlook) და Internet-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.“. |
მუხლი 2.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები