დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის N1 საჯარო სკოლის ანგარიში | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4-88 |
| დოკუმენტის მიმღები | სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის N1 საჯარო სკოლა |
| მიღების თარიღი | 11/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 17/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
ანგარიში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49–ე მუხლის შესაბამისად, გიგზავნით ანგარიშს:
ა) სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქედის N1 საჯარო სკოლაში შემოსულია 17 საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა:
1. ტექნიკური პერსონალის მონაცემების მოთხოვნით-2
2. გაცემული ატესტატების სინამდვილის დადასტურების მოთხოვნით-6
3. საშუალო საფეხურის მოსწავლე ვაჟების მონაცემების მოთხოვნით-6
4. ფიზიკურ პირთა განცხადებებზე გაცემული ინფორმაცია – 3
ბ) მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე არ მიღებულა არც ერთი გადაწყვეტილება;
გ) შეგროვებული, დამუშავებული, შენახული პერსონალური მონაცემების გადაცემა არ მომხდარა;
დ) საჯარო მომსახურებათა მიერ ამ კოდექსის მოთხოვნების დარღვევის ფატი არ ყოფილა და პასუხისმგებელ პირებს დისციპლინური სახდელი არ მისცემიათ;
ე) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის ფაქტი არ ყოფილა;
ვ) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ფაქტი არ ყოფილა;
ზ) სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედის N1 საჯარო სკოლის მიერ ინფორმაციის დამუშავებასა და გადაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები არ ყოფილა.
მაია ბუჩუკური
სსიპ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის
სოფელ ზემო ქედის N1 საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ სასწავლო ნაწილის გამგე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები