აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის ანგარიში

  • Word
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო
მიღების თარიღი 10/12/2013
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/12/2013
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
10/12/2013
ვებგვერდი, 18/12/2013
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის ანგარიში
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

2013 წლის ანგარიში

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად და ამავე კოდექსის მე-3 თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემა/არგაცემის სტატისტიკასთან დაკავშირებით

ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსულია 58 განაცხადი, ხოლო საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა. ყველა განაცხადზე პასუხი გაცემულია;

ბ) საჯარო მონაცემთა ბაზებისა და საჯარო დაწესებულებათა მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა;

გ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და შესაბამისად, პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელები არ დადებულა;

დ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისი 49-ე მუხლის „ზ“ პუნქტის მოთხოვნასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ რამდენადაც მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა, აქედან გამომდინარე, ინფორმაცია გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯებისა და მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების თაობაზე არ მოგვეპოვება.

აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დ თოფურია