ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის ანგარიში

  • Word
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 174
დოკუმენტის მიმღები ამბროლაურის რაიონული სასამართლო
მიღების თარიღი 10/12/2013
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 18/12/2013
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
174
10/12/2013
ვებგვერდი, 18/12/2013
ამბროლაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის ანგარიში
ამბროლაურის რაიონული სასამართლო

ამბროლაურის რაიონული სასამართლოს ანგარიში

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად

საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  ინფორმაციის თავისუფლების შესახებ III თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით დადგენილია ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე - სასამართლოს მენეჯერი მერაბ კობახიძე.

 

სასამართლოს საქმიანობის თავისებურების გათვალისწინებით, ამბროლაურის რაიონული სასამართლოს მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით ინფორმაციის მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლო საქმეების გაცნობას საამისოდ განკუთვნილ სპეციალურ დარბაზში და ა.შ.

 

2013 წლის განმავლობაში ამბროლაურის რაიონულ  სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით 4 განცხადება შემოვიდა. შემოსულ განაცხადთაგან 4 მოთხოვნა დაკმაყოფილდა.  

 

მოთხოვნის დაკმაყოფილების   შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა შემდეგი საჯარო მოსამსახურის მიერ:

 

მერაბ კობახიძე - სასამართლოს მენეჯერი-2011 წლის 3 იანვრიდან ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი.

 

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა ამბროლაურის რაიონულ სასამართლოში არ შემოსულა.

 

საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტი არ ყოფილა.

 

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი -

სასამართლოს მენეჯერი                                                                     მ. კობახიძე