ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის ანგარიში

  • Word
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 297
დოკუმენტის მიმღები ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო
მიღების თარიღი 10/12/2013
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/12/2013
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
297
10/12/2013
ვებგვერდი, 16/12/2013
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის ანგარიში
ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო

 

 

ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიში

 

   საქართველოს ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლის შესაბამისად, გიგზავნით ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულ  საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებულ წლიურ ანგარიშს.

    2013 წელს  ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შემოსულია  40 კორესპოდენცია  ინფორმაციის გაცემის შესახებ. კერძოდ: 

-       ფიზიკური და იურიდიული პირები ითხოვდნენ ასპინძის მუნიციპალიტეტიდან გათავისუფლებულ თანამშრომელთა სრულ ნუსხას;

-       ინფორმაციას 2009-2012 წლების აუდიტის მასალების გადაცემასთან დაკავშირებით;

-        2013 წლის იანვარიდან მაისამდე  საკრებულოს აპარატში დანიშნულ და გათავისუფლებულ თანამშრომელთა  ნუსხას;

-       საკრებულოს სხდომის ოქმებს და დღის წესრიგს;

-        საკრებულოს წევრთა რაოდენობას, მათ პარტიულობას, ფრაქციების შემადგენლობას, შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობას;

-       სექტემბრის თვეში შვებულებაში გასულ თანამშრომელთა სიას;

-        2012 წლის ოქტომბრის თვიდან დღემდე დანიშნულ და გათავისუფლებულ თანამშრომელთა სიას;

-        ინფორმაციას გაცემული პრემიის და ხელფასების შესახებ;

-       ვაკანსიებთან და საკონკურსო პირობებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებას,

-       გამგებლისა და გამგებლის მოადგილის ვაკანსიაზე კონკურსში მონაწილეთა პირადი საქმის მასალების გაცნობის თაობაზე;

-       ინფორმაციას 2013 წლის ბიუჯეტის შემოსავლებისა და გამოყოფილი თანხების ხარჯვასთან დაკავშირებით;

-        სტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე გამოყოფილი დახმარების შესახებ;

-       ინფორმაციას სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების შესახებ.

    საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე, 38-ე და მე-40 მუხლების თანახმად საჯარო ინფორმაციის გაცემაზე ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდა. 

 

 

ასპინძის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე                                                          ა.  მელიქიძე