დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ასპინძის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 27 |
| დოკუმენტის მიმღები | ასპინძის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 16/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/12/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 30/10/2014 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250040.35.140.016083 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (20/12/2013 - 27/12/2013)
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართელოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლების შესაბამისად ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები დანართის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 03 თებერვლსის #9 დადგენილება „ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი
|
ასპინძის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
|
1. ადგილობრივი თვითმმართველობის ყველა საჯარო მოხელეს, გარდა სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოხელეებისა, მოეთხოვება:
ა) ქართულ ენაზე გამართული ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი; ბ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) და Internet Explorer-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა; გ) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა: გ.ა) საქართველოს კონსტიტუცია; გ.ბ) ევროპული ქარტია ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” გ.გ) საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” გ.დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“; გ.ე) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი (I, II, III და IV თავები); გ.ვ) ასპინძის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულება (რეგლამენტი); გ.ზ) ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება; გ.თ) შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულება. 2. გამგებლის, გამგებლის მოადგილის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები და არანაკლებ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. 3. გამგეობის სამსახურის უფროსის, საკრებულოს აპარატის უფროსის, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, კვალიფიკაციის შესაბამისი მენეჯერული უნარები, მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. 4. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის თანამდებობის დასაკავებლად, სავალდებულოა საშუალო ან საშუალო სპეციალური განათლება, სასურველია პირს გააჩნდეს მენეჯერული უნარები. 5. გამგეობის განყოფილების უფროსის, მთავარი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და საჯარო სამსახურში სპეციალისტის თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. 6. წამყვანი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან ტექნიკური განათლება შესაბამის სფეროში, საჯარო სამსახურში ან კერძო სექტორში მუშაობის არანაკლებ 3 თვიანი გამოცდილება, სტაჟიორად მუშაობის 3 თვიანი გამოცდილება, სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები. 7. წამყვანი და მთავრი სპეციალისტის თანამდებობის დასაკავებლად, გარდა პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნებისა, სავალდებულოა არანაკლებ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი ან სამუშაოთა აღწერილობით დადგენილი ნორმატიული აქტების ცოდნა და საჭირო უნარები, გარდა ტერიტორიულ ორგანოს მთავარი სპეციალისტისა რომლისათვის აუცილებელია საშუალო განათლება. 8. სახანძრო-სამაშველო სამსახურის საჯარო მოხელეებს მოეთხოვებათ გააჩნდეთ საშუალო განათლება მაინც და შესაბამისი ფიზიკური მონაცემები. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები