„გორის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 50
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/12/2013
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 19/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 280120000.35.148.016179
50
13/12/2013
ვებგვერდი, 19/12/2013
280120000.35.148.016179
„გორის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი
 
  გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №50

2013 წლის 13 დეკემბერი

ქ. გორი

,,გორის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის №42 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

     „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,გორის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის  წესის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 21 დეკემბრის №42 დადგენილებით (სსმ, ვებგვერდი, 31/12/2012; 280120000.35.148.016126) დამტკიცებულ წესს დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:

  ,,მუხლი 81. სპორტსმენების დახმარება

   1. სოციალურად დაუცველ, 25 წლამდე ასაკის სპორტსმენებს სარეიტინგო ქულით 0-დან 80 ათასამდე, რომლებიც არიან ეროვნული ნაკრების წევრები ან კანდიდატები, დახმარება გაეწიოთ ერთჯერადად 1000 ლარის ოდენობით 2013 წლის განმავლობაში მიღწეული წარმატებებისათვის.

2. სპორტსმენებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ:

ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;       

ბ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.                                                                                           

გ) ცნობა შესაბამისი ფედერაციიდან ეროვნული ნაკრების კანდიდატობაზე ან წევრობაზე.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარედავით რაზმაძე