„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურდიული პირის ხელმძღვანელისა და ხელმძღვანელის მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 12 დეკემბრის N202/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 203/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 16/12/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 480180000.22.022.016724
203/ნ
16/12/2013
ვებგვერდი, 16/12/2013
480180000.22.022.016724
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურდიული პირის ხელმძღვანელისა და ხელმძღვანელის მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 12 დეკემბრის N202/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურდიული პირის ხელმძღვანელისა და ხელმძღვანელის მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 12 დეკემბრის N202/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №203/ნ

2013 წლის 16 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურდიული პირის ხელმძღვანელისა და ხელმძღვანელის მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 12 დეკემბრის №202/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურდიული პირის ხელმძღვანელისა და ხელმძღვანელის მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 12 დეკემბრის №202/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 13/12/2013, სარეგისტრაციო კოდი: 480180000.22.022.016722) და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

,,7. სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე:

7.1.კონკურსში მონაწილე კანდიდატი  უნდა  იყოს  21  წლის  ასაკს  მიღწეული  საქართველოს  ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

7.2. სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება;  

ბ) მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;

გ)  ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის  გამოცდილება  არანაკლებ 2 წელი;

დ) განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება;

ე) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Ms. Word, Ms. Excel, Ms. PowerPoint, Outlook) ცოდნა;

ვ) უცხოური ენების ცოდნა (ინგლისური, რუსული).

7.3. სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის უფროსის პირველი  მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

გ) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოსკანონი;

დ) ,,საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონი;

ე) საქართველოს ორგანული კანონი ,,საქართველოს შრომის კოდექსი”;

ვ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;

ზ) „საქმისწარმოების ერთიანი წესების დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 01 ივლისის №414  ბრძანებულება;

თ) ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება;

ი) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2010  წლის 20 აგვისტოს №74/ნ  ბრძანება.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე