ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის ანგარიში

  • Word
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მიღების თარიღი 10/12/2013
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/12/2013
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
10/12/2013
ვებგვერდი, 16/12/2013
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის ანგარიში
ქუთაისის საქალაქო სასამართლო

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის

შესაბამისად საჯარო ინფორმაციის

გაცემის თაობაზე

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ინფორმაციის თავისუფლების შესახებ მესამე თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მიზნით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის  ბრძანებით დადგენილია ქუთაისის საქალაქო, ბადათის, წყალტუბოს და ტყიბულის მაგისტრატ სასამართლოებში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე მარინე ტყეშელაშვილი.

 

სასამართლოს საქმიანობის თავისებურებათა გათვალისწინებით, ქუთაისის საქალაქო, ბაღდათის, წყალტუბოს და ტყიბულის მაგისტრატ სასამართლოებში საჯარო ინფორმაციის გაცემა მოიცავს: მოთხოვნილი მასალების ქსეროასლების ან ელექტრონული მატარებლის მეშვეობით ინფორმაციის მიწოდებას, სტატისტიკურ მონაცემთა გაცემას, სასამართლოს საქმეების გაცნობას  საამისოდ განკუთვნილ სპეციალურ დარბაზში და ..

 

2013 წლის განმავლობაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით  შემოვიდა ,,43 განცხადებამათ შორის:

 

შემოსულ განაცხადებიდან  37 მოთხოვნა დაკმაყოფილდაარ დაკმაყოფილდა   6, მათ შორის,  3 მოთხოვნა ეხებოდა ისეთი ინფორმაციის  მიწოდებას, რომელსაც სასამართლოების მოქმედი სტატისტიკური ანგარიშგების ფორმები არ ითვალისწინებს, 3  შემთხვევაში საქმე არ იმყოფებოდა ადგილზე .

 

მოთხოვნის დაკმაყოფილების ან არ დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა შემდეგი საჯარო მოსამსახურის მიერ.

 

მარინე ტყეშელაშვილი - 2010 წლის 27 სექტემბრიდან ქუთაისის საქალაქო, ბადათის, წყალტუბოს და ტყიბულის მაგისტრატ სასამართლოებში საჯარო ინფორმაციაზე პასუხისმგებელი პირი.

 

საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში არ შემოსულა. საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.

 

საჯარო მოსამსახურის მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევის და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გახსნილი აქვს საკუთარი ინტერნეტ-ვებგვერდი -www.court.ge  რომლის საინფორმაციო მომსახურებით სარგებლობს მომხმარებელი.