საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2013 წლის ანგარიში

  • Word
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2013 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი
მიღების თარიღი 13/12/2013
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/12/2013
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
13/12/2013
ვებგვერდი, 13/12/2013
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2013 წლის ანგარიში
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა , განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს

2013 წლის ანგარიში

სამინისტროში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის

49- ე მუხლით გათვალისწინებული

ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ

 

       2013  წლის განმავლობაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში საჯარო ინფორმაციის  გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 590 განცხადება, აქედან  დაკმაყოფილდა -  581,   9  განცხადება  არის მიმდინარე.

 

აქვე დავამატებთ, რომ  2012 წლის დეკემბერში (ანგარიშის გაგზავნის შემდეგ) შემოვიდა 21 დოკუმენტი საჯარო ინფორმაციის  გაცემის მოთხოვნით და ყველა დაკმაყოფილდა.

 

       2013 წლის განმავლობაში სამინისტრომ შეაგროვა და დაამუშავა  საჯარო  მონაცემთა ბაზის შემდეგი სახეები:

 

მიმდინარეობს იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა რეგისტრაცია   და   ამ დროისთვის  აღრიცხულია და  განახლებული 205 107  პირის მონაცემი;

 

ბაზის ადგილსამყოფელია - დევნილთა საკითხების დეპარტამენტი;

პასუხისმგებელი პირი - დეპარტამენტის უფროსი  მურად აბლოთია;

სამართლებრივი საფუძველი - საქართველოს კანონი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ და  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 ივლისის №794 განკარგულება „იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა რეგისტრაციის (ახალი ნიმუშის მოწმობის გაცემის) ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“.

 

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უძრავი ქონების აღრიცხვის მონაცემებს დაემატა 196 დეკლარაცია, ხოლო  უკვე შევსებულ 2951 დეკლარაციას ჩაემატა დამატებითი მონაცემები.

 

ბაზის ადგილსამყოფელია - დევნილთა საკითხების დეპარტამენტი;

პასუხისმგებელი პირი - დეპარტამენტის უფროსი  მურად აბლოთია;

სამართლებრივი საფუძველი – საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 21 ივნისის ბრძანებულება „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უძრავი ქონების წინასწარი რეგისტრაციის წესის დამტკიცების შესახებ“.

 

ლტოლვილთა 2013 წლის სავალდებულო რეგისტრაციის მონაცემები – 398 პირზე.

 

ბაზის ადგილსამყოფელია – მიგრაციის, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტი;

პასუხისმგებელი პირი – დეპარტამენტის უფროსი ზაზა იმედაშვილი;

სამართლებრივი საფუძველი – საქართველოს კანონი „ლტოლვილისა   და ჰუმანიტარული სტატუსების შესახებ“ და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა  მინისტრის 2013 წლის 14 ივნისის №131 ბრძანება „ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა 2013 წლის სავალდებულო რეგისტრაციის ჩატარების  შესახებ“.

 

სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვისა და განვითარების სამმართველოში დაცულია 1275 მოქალაქის პირადი საქმე.

 

       იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ მონაცემები (ელექტრონული ვერსია) 2013  წლის  განმავლობაში რამდენჯერმე გადაეცა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას  (31.01.2013, 02.05.2013, 16.04.2013, 15.07.2013, 10.09.2013, 11.10.2013 და 01.11.2013).

ინფორმაციები გაცემულია მინისტრის პირველი მოადგილის გოგი ფაცაციას, მინისტრის მოადგილეების მამუკა ცოტნიაშვილისა და მერაბ მენაბდის  ხელმოწერებით.

 

         გარდა ზემოაღნიშნულისა, იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ მონაცემები, მათ მიერ შემწეობის მისაღებად, ყოველთვიურად  ეგზავნება  სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს.

 

         საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღებისათვის მოსაკრებლის ოდენობამ  2013 წელს  შეადგინა  97,80 ლარი.