ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის 2013 წლის ანგარიში

  • Word
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის 2013 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
მიღების თარიღი 10/12/2013
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 13/12/2013
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
10/12/2013
ვებგვერდი, 13/12/2013
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის 2013 წლის ანგარიში
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის 2013 წლის ანგარიში  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების თაობაზე

 

    სსიპ - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის (შემდგომში - ცენტრი) დირექტორის 2012 წლის 7 ნოემბრის #253 ბრძანების შესაბამისად ცენტრის საჯარო ინფორმაციის გამცემი პირია პაატა ჯავახიშვილი, რომლის ვალდებულებას წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფა და საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული კორესპონდენციის ხელმოწერა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად  და ამავე კოდექსის III თავით დადგენილი მოთხოვნების შესრულებისა და საჯარო ინფორმაციის გაცემის/არგაცემის სტატისტიკა შემდეგია:

ა) საჯარო ინფორმაციის გაცემის  თაობაზე ცენტრში სულ 2 (ორი) მოთხოვნა შემოვიდა. ორივე მოთხოვნა დაკმაყოფილდა. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე ცენტრში მოთხოვნა არ შემოსულა.

ბ) საჯარო მონაცემთა ბაზების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავების, შენახვის, ასევე პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა.

გ) 2013 წლის საანგარიშო პერიოდში ცენტრის მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნები არ დარღვეულა და პასუხისმგებელ პირებს შესაბამისი დისციპლინური პასუხისმგებლობა არ დაკისრებიათ.

დ) ცენტრს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, შესაბამისად არ გამოუყენებია მოქმედი საკანონმდებლო აქტები.

ე) ცენტრის მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა და ცენტრის არცერთი გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.

 

    ამასთან, ცენტრის 2013 წლის წლიური ანგარიში ცხრილის ფორმით შემდეგნაირად გამოიყურება:

 

ანგარიში

რაოდენობა

მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე

2

მოთხოვნა საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე

0

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე უარის თქმის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება

0

მოთხოვნა საჯარო მონაცემთა ბაზის თაობაზე

0

მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შეგროვების, დამუშავებისა და შენახვის თაობაზე

0

მოთხოვნა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის სხვისთვის გადაცემის თაობაზე

0

მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევის რაოდენობისა და პასუხისმგებელ პირებზე დისციპლინური სახდელის დადების შესახებ

0

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების შესახებ

0

დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან კოლეგიურ საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯების, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესახებ

0