„სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზ

  • Word
„სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზ
დოკუმენტის ნომერი 4814
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/05/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 19, 01/06/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2010
სარეგისტრაციო კოდი 040.150.000.05.001.002.845
  • Word
4814
25/05/2007
სსმ, 19, 01/06/2007
040.150.000.05.001.002.845
„სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზ
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1. „სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №3, 16.01.2006, მუხ. 17) მე-5 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მოქალაქის პასპორტის:

ა) განაცხადის შეტანიდან მე-10 დღეს გაცემისათვის 32-გვერდიან პასპორტზე სახელმწიფო ბაჟი 35 ლარია, 48-გვერდიან პასპორტზე – 60 ლარი, ხოლო მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;

ბ) განაცხადის შეტანიდან მე-5 დღეს გაცემისათვის 32-გვერდიან პასპორტზე სახელმწიფო ბაჟი 35 ლარია, 48-გვერდიან პასპორტზე – 60 ლარი, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი – 25 ლარი;

გ) განაცხადის შეტანიდან მე-3 დღეს გაცემისათვის 32-გვერდიან პასპორტზე სახელმწიფო ბაჟი 35 ლარია, 48-გვერდიან პასპორტზე – 60 ლარი, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი – 55 ლარი;

დ) განაცხადის შეტანიდან 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის 32-გვერდიან პასპორტზე სახელმწიფო ბაჟი 35 ლარია, 48-გვერდიან პასპორტზე – 60 ლარი, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი – 125 ლარი;

ე) განაცხადის შეტანის დღესვე გაცემისათვის 32-გვერდიან პასპორტზე სახელმწიფო ბაჟი 35 ლარია, 48-გვერდიან პასპორტზე – 60 ლარი, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი – 170 ლარი.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ბ“–„ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) განაცხადის შეტანიდან მე-5 დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთია 5 ლარი;

გ) განაცხადის შეტანიდან მე-3 დღეს გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთია 10 ლარი;

დ) განაცხადის შეტანიდან 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთია 25 ლარი;

ე) განაცხადის შეტანის დღესვე გაცემისათვის მომსახურების საფასურის განაკვეთია 50 ლარი.“;

გ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობის:

ა) განაცხადის შეტანიდან მე-5 დღეს გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 30 ლარია, ხოლო მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;

ბ) განაცხადის შეტანიდან 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 30 ლარია, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი – 20 ლარი;

გ) განაცხადის შეტანის დღესვე გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 30 ლარია, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი – 40 ლარი.

5. უცხოელისა და საქართველოს მოქალაქის, უცხოელთა ქორწინების რეგისტრაციაზე ნებართვის:

ა) განაცხადის შეტანიდან მე-5 დღეს გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 120 ლარია, ხოლო მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;

ბ) განაცხადის შეტანიდან 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 120 ლარია, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი – 50 ლარი;

გ) განაცხადის შეტანის დღესვე გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 120 ლარია, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი – 70 ლარი.“;

დ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 პუნქტი:

„61. სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის თაობაზე განმეორებითი მოწმობის ან ცნობის:

ა) განაცხადის შეტანიდან მე-5 დღეს გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 2 ლარია, ხოლო მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება;

ბ) განაცხადის შეტანიდან მე-3 დღეს გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 2 ლარია, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი – 5 ლარი;

გ) განაცხადის შეტანიდან 24 საათის გასვლისთანავე გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 2 ლარია, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი – 15 ლარი;

დ) განაცხადის შეტანის დღესვე გაცემისათვის სახელმწიფო ბაჟი 2 ლარია, ხოლო მომსახურების საფასურის განაკვეთი – 25 ლარი.“.

    მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.

 

საქართველოს პრეზიდენტი  მ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 25 მაისი.

№4814–Iს