დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ბუნებრივი გაზით უწყვეტი მომარაგების ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1804 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 05/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016271 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1804
2013 წლის 5 დეკემბერი
ქ. თბილისი
ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის ბუნებრივი გაზით უწყვეტი მომარაგების ღონისძიებათა შესახებ
1. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში არსებული მძიმე სოციალური და კლიმატური პირობების გათვალისწინებით, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ ანაზღაურდეს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის შესაბამისად ანაზღაურებული ბუ ნებრივი გაზის მოცულობების ზემოთ 2013 წლის პირველი იანვრიდან 2013 წლის 15 მაისამდე , ამ მუხლით სუბსიდირებული მომხმარებლების მიერ მოხ მა რე ბული და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის არასუბსიდირებული მოსახ ლეო ბ ის (აბონენტების) მიერ, ამავე პერიოდში საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის მო ხმარებული ბუნებრივი გაზის დავალიანება.
2. პირველი პუნქტის შესრულების მიზნით, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყოს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯე ტ ის შესახებ" საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფა რ გ ლებში 691 408 ,22 ლარის გამოყოფა.
3. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ უზრუნველყოს პირველი პუ ნქტის შესაბამისად შპს ,,სოკარ ჯორჯია გაზი ქართლთან“ შესაბამისი ხე ლ შე კრულების გაფორმება და მის მიერ წარმოდგენილი და ყაზბეგის მუნი ცი პა ლი ტეტის გამგეობების მიერ სათანადოდ დამოწმებული ანგარიშის საფუ ძ ვე ლ ზე, მე-2 პუნქტის შესაბამისად გამოყოფილი თანხის ფარგლებში დავალია ნე ბის ანაზღაურება.
პრემიერ-მინისტრი ი . ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები