დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „GG-B-UAC A04 ერთობლივი კონფლიქტისა და ტაქტიკური სიმულაციის შესახებ“ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ თავდაცვის სფეროში საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის მიღებისა და განკარგვის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1800 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 02/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016267 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება „ GG-B-UAC A04 ერთობლივი კონფლიქტისა და ტაქტიკური სიმულაციის შესახებ“ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ თავდაცვის სფეროში საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტის მიღებისა და განკარგვის შესახებ
1. „აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი დაწესებულებებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ გრანტებთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 14 მარტის №126 დადგენილების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს „GG-B-UAC A04ერთობლივი კონფლიქტისა და ტაქტიკური სიმულაციის შესახებ“ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ თავდაცვის სფეროში საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტისხელშეკრულების დამატება.
2. „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რათა განახორციელოსამ განკარგულების პირველ პუნქტში გათვალისწინებულიხელშეკრულებით ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილი გრანტით განსაზღვრული აღჭურვილობისა და მომსახურების მიღება.
პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები