დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1792 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/11/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016259 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს ,, ენერგო-პრო ჯორჯიასათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების
შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ამ განკარგულების დანართში მითითებული უძრავი ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად 1 000 (ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარად საკუთრებაში გადაეცეს სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ (საიდენტიფიკაციო კოდი N205169066).
2. საპრივატიზებო პირობებად განისაზღვროს:
ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარულ დღეში;
ბ) მყიდველის მიერ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული უძრავი ქონების ,,თურქეთის რესპუბლიკასთან დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობის შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას” შორის 2009 წლის 4 მარტს გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებული მიზნებისათვის გამოყენება და ამავე მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
დანართი
| № | ქონების მისამართი და დასახელება | საკადასტრო კოდი | ნაკვეთის წინა ნომერი |
| 1 | ქალაქ ბათუმში, დაბა ხელვაჩაურში მდებარე 36 000 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა საერთო ფართით 335.50 კვ.მ. | 05.35.26.069 | 22.27.03.215 |
| 2 | ქ. ბათუმი, ხელვაჩაურის დასახლებაში მდებარე 4179 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი | 05.35.26.071 | 22.27.03.119 |
| 3 | ქალაქ ბათუმში, დაბა ხელვაჩაურში მდებარე 1006 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი | 05.35.26.087 | 05.35.26.067 |
| 4 | ქალაქ ბათუმში, დაბა ხელვაჩაურში მდებარე 3042 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი | 05.35.26.204 | 22.27.03.079 |
| 5 | ქალაქ ბათუმში, დაბა ხელვაჩაურში მდებარე 390 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი | 05.35.26.203 | 22.27.03.206 |
| 6 | ქალაქ ბათუმში, დაბა ხელვაჩაურში მდებარე 3004 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი | 05.35.26.033 | 22.27.03.186 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები