მწერალთა სახლის სარგებლობასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

  • Word
მწერალთა სახლის სარგებლობასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 91
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/02/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 2, 21/02/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
91
21/02/2007
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 2, 21/02/2007
000000000.00(0).000.000000
მწერალთა სახლის სარგებლობასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №91

2007 წლის 21 თებერვალი

ქ. თბილისი

მწერალთა სახლის სარგებლობასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების შესახებ

1. „შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად:

ა) ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს, რომ მწერალთა სახლი (ქ. თბილისი, ივ. მაჩაბლის ქ. №13) განისაზღვროს სახელმწიფო ქონებად, რომლითაც უსასყიდლო სარგებლობის უფლება თანაბარი წინასწარი პირობებით მიეცემა ყველა მწერალს და სამწერლო გაერთიანებას;

ბ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი) ამ განკარგულებით განსაზღვრული ქონების მართვის კონცეფცია წარმოადგინოს 2 თვეში პირველი პუნქტით გათვალისწინებული პრინციპების შესაბამისად.

2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან.

პრემიერ-მინისტრი                                                          ზ. ნოღაიდელი