„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „NEXT LEAGUE PVT“- ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 31 აგვისტოს №31/08/10 განკარგულებით განსაზღვრულისგან განსხვავებული პირობის დადგენის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 1791
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/11/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016258
1791
29/11/2013
ვებგვერდი, 16/12/2013
000000000.00.003.016258
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „NEXT LEAGUE PVT“- ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 31 აგვისტოს №31/08/10 განკარგულებით განსაზღვრულისგან განსხვავებული პირობის დადგენის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1791

2013  წლის 29 ნოემბერი

ქ. თბილისი

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს  „NEXT LEAGUE PVT“- ისათვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“  საქართველოს პრეზიდენტის 2012  წლის 31 აგვისტოს  N31/08/10  განკარგულებით განსაზღვრულისგან განსხვავებული პირობის დადგენის თაობაზე

  1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 06 სექტემბრის (№1037-Iს) საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს „სა­ხე­ლმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს  „NEXT LEAGUE PVT“-ისათვის  პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შე­სახებ“  საქართველოს პრეზიდენტის 2012  წლის 31 აგვისტოს N31/08/10 განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვ­რუ­ლი­სგან განსხვავებული  საპრივატიზებო პირობა, კერძოდ, ამავე განკა­­გუ­ლებით გადაცემულ უძრავ ქონებაზე 2015 წლის 1 იანვრამდე არა­ნაკ­ლებ 54-ნომრიანი საშუალო ან მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობა და ექსპლუატაციაში შეყვანა,  რომელიც უნდა შეესაბამებოდეს „თავი ­სუ­­ალ ტურისტულ ზონაში საშუალო ან მაღალი კლასის სასტუმროს კრი­ტე­რიუმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდ­­რადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის N1-1/2045 ბრ­ძა­ნებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

2. ამ განკარგულებისა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძ­რავი ქონების შპს  „NEXT LEAGUE PVT“-ისათვის  პირდაპირი მიყიდვის ფო­რმით პრივატიზების შესახებ“  საქართველოს პრეზიდენტის 2012  წლის 31 აგვისტოს N31/08/10 განკარგულებით განსაზღვრული შე­სა­­ბამისი საინვესტიციო ვალდებულების შესრულების მიზნით, შპს „NEXT LEAGUE PVT“-მ, შესაბამისი ცვლილებების ხელშეკრულების გა­ფ­ო­რმებამდე, კანონით დადგენილი წესით, წარმოადგინოს 2015 წლის 1 აპ­რი­ლამდე მოქმედი 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი  განვითარების სამინის­­როს სისტემაში შემავალმა სსიპ-სახელმწიფო ქონების ეროვნულმა საა­გე­­ტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმ­დე­ბლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.

პრემიერ-მინისტრი                                                          ირაკლი ღარიბაშვილი