სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „რუსთავგაზისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ

  • Word
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „რუსთავგაზისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1790
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/11/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016257
  • Word
1790
29/11/2013
ვებგვერდი, 16/12/2013
000000000.00.003.016257
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სს „რუსთავგაზისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ გამარჯვებაში მდებარე 5550.4 გრძივი მეტრი ბუნებრივი აირის მილსადენი (გეგმარებითი სიგრძე –5244.45მ; ფაქტობრივი სიგრძე 5550.4 მ; ს/კ 81.00.460);  14271.9 გრძივი მეტრი ბუნებრივი აირის მილსადენი (გეგმარებითი სიგრძე 13527.2მ; ფაქტობრივი სიგრძე 14271.9; ს/კ 81.00.459); 1479 მეტრი გაზის მილი (ს/კ №81.00.342); 1545.6 მეტრი გაზის მილი (ს/კ №81.00.341) და 2294.46 მეტრი გაზის მილი (ს/კ №81.00.340) პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად 1000 (ათასი) აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარად საკუთრებაში გადაეცეს სს რუსთავგაზს“ (ს/კ 216290877).

         2. საპრივატიზებო პირობად განისაზღვროს:

ა) საპრივატიზებო თანხის გადახდა შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარულ დღეში;

ბ)  2013 წლის 31 დეკემბრამდე გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი გამარჯვების მოსახლეობისათვის ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენა.

3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.

 

პრემიერ‑მინისტრი                                                              ირაკლი ღარიბაშვილი