დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფაქტობრივად შეჩერებული განკარგვის პროცესის განახლების თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის მოწონების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1788 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 29/11/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00.003.016255 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1788
2013 წლის 29 ნოემბერი
ქ. თბილისი
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწ ის ფაქტობრივად შეჩერებული განკარგვის პროცესის განახლების თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციის მოწონების თაობაზე
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე -5 მუხლის „ა“, „ ი“ და „კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანდართული ინფორმაცია , მის მიერ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწასთან დაკავშირებით ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების პროცესში 2012 წლის ოქტომბრიდან ფაქტობრივად შეჩერებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის განკარგვის 2013 წლის დეკემბრიდან კანონმდებლობით დადგენილი წესით განახლების თაობაზე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
დანართი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს
ი ნ ფ ო რ მ ა ც ი ა
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწ ის ფაქტობრივად შეჩერებული განკარგვის პროცესის განახლების თაობაზე
დღეის მდგომარეობით, დასახული ამოცანების შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რაციონალურ განკარგვასთან დაკავშირებით ერთიანი პოლიტიკის შემუშავების მიზნით, საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულია განსაზღვრული ნაბიჯები. კერძოდ, მიღებულია „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზებასა და სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 ოქტომბრის №251 და „საქართველოში მიწის მართვის განვითარების სამართლებრივი უზრუნველყოფის უწყებათაშო რისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცე ბის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 ოქტომბრის №253 დადგენილებები.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ახორციელებს ქონების მმართველის უფლებამოსილებას „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. სააგენტო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით, უპირველეს ყოვლისა კი – საქართველოს კონსტიტუციით, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ძირითადი უფლებების და კონსტიტუციური პრინციპების დაცვას.
აღნიშნულის გათვალისწინებით და სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობისა და სახელმწიფო ქონების ეფექტურად განკარგვის უზრუნველსაყოფად, სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მიზანშეწონილად მიიჩნევს, 2012 წლის ოქტომბრიდან ფაქტობრივად შეჩერებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის განკარგვის პროცესი განახლებულ იქნეს 2013 წლის დეკემბრიდან და წარიმართოს შეუფერხებლად, არსებული რეგულაციების ფარგლებში, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი პროცედურების შესაბამისად.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები