„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „აგროლაინ ლიმიტედისათვის“ კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 9 ნოემბრის №774 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობის დადგენისა და შპს „Crosslane Investments Limited-ის კანონიერი წარმომადგენლობის (ფილიალი) საქართველოში“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 1784
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 29/11/2013
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 16/12/2013
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.016251
  • Word
1784
29/11/2013
ვებგვერდი, 16/12/2013
000000000.00.003.016251
„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „აგროლაინ ლიმიტედისათვის“ კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 9 ნოემბრის №774 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობის დადგენისა და შპს „Crosslane Investments Limited-ის კანონიერი წარმომადგენლობის (ფილიალი) საქართველოში“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება   საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ

 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილე­ბის შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის (1037‑Iს) საქართველოს კანონის მე‑2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადგინდეს „სახე­ლ­მწიფო საკუთრებაში არსებული ქონების შპს „აგროლაინ ლიმიტედი­სათვის“ კონკურენტული შერჩევის საფუძველზე, პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 9 ნოემბრის  774 განკარგულებით (შემდგომში  განკარგულება) განსაზ­ღვ­რუ­ლისაგან განსხვავებული შემდეგი პირობები:

ა) განკარგულების მე‑2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პი­რობის ნაცვლად ამავე განკარგულებით გადაცემული მიწის ნაკვეთის ნა­წილზე (4000 კვ.მ)  ბაზრობის კომპლექსის მოწყობა, სადაც მინიმუმ 70 ადა­მიანს შესაძლებლობა ექნება მოახდინოს სხვადასხვა სახის საქონლის რეალიზაცია 2011 წლის 1 ნოემბრიდან 2014 წლის 1 იანვრამდე;

ბ) განკარგულების მე‑2 პუნქტით განსაზღვრულ პირობებს დაემატოს საპრივატიზებო პირობა, კერძოდ, ამავე განკარგულების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით არანაკლებ  1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) აშშ დოლა­რის ინვესტიციის განხორციელება და კომპლექსში (ცხოველთა სასაკლაო კომპლექსი/ბაზრობის კომპლექსი)  2011 წლის 1 ნოემბრიდან  2014 წლის 1 იანვრამდე  არანაკლებ 30 (ოცდაათი) ადამიანის დასაქმება.

      2. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 491 მუხ­ლის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ  სახელმწიფო ქო­ნების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება შპს Crosslane Investments Limited-ის კანონიერი წარმომადგენლობის (ფილიალი) საქართველოში“ (ს/ნ 426519083), შპს „აგროლაინ ლიმიტედსა“ და საქართველოს ეკონო­მი­კური განვითარების სამინისტროს შორის 2009 წლის 27 ნოემბერს და­დებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, „სახელმწიფო სა­კუ­თ­რებაში არსებული ქონების შპს „აგროლაინ ლიმიტედისათვის“ კონ­კუ­რენტული შერჩევის საფუძველზე, პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრი­ვატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 9 ნოემბრის 774 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ სა­ქარ­თველოს პრეზიდენტის 2011 წლის 4 თებერვლის N04/02/03 განკა­რ­გულების გამოცემამდე დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლო­სგან გათავისუფლების შესახებ.

  3. საქარ­თველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამი­ნისტროს სისტე­მაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა  სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრუ­ლების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

პრემიერ მინისტრი                                                           ირაკლი ღარიბა შვილი