დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის საერთაშორისო სავაჭრო პალატასთან არსებულ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 90 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/02/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 2, 21/02/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №90
2007 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს იუსტიციის სამინისტროსათვის საერთაშორისო სავაჭრო პალატასთან არსებულ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში სახელმწიფო წარმომადგენლობის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
1. მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, რომ განახორციელოს საქართველოს სახელმწიფო წარმომადგენლობა საერთაშორისო სავაჭრო პალატასთან არსებულ საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში თურქეთის კომპანია „თიუსთაშის“ წინააღმდეგ, მოპასუხეების – საქართველოს მთავრობისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს სახელით.
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (გ. ქავთარაძე) უზრუნველყოს შესაბამისი საერთაშორისო იურიდიული კომპანიის შერჩევა, მასთან ხელშეკრულების გაფორმება და მჭიდრო თანამშრომლობა.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 იანვრის №25 განკარგულების საფუძველზე საადვოკატო მომსახურების შესყიდვისათვის გამოუყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი თანხა.
4. ეთხოვოს სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული გადაუდებელი აუცილებლობის არსებობის გათვალისწინებით ნება დართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განახორციელოს საადვოკატო მომსახურების ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შესყიდვა.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები