საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

  • Word
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 88
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/02/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის განკარგულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 2, 21/02/2007
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000
  • Word
88
21/02/2007
საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 2, 21/02/2007
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №88

2007 წლის 21 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით საქართველოს რეგიონებში განსახოციელებელი პროექტებისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთულებში (ქ. ცხინვალი, გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის, ჯავის მუნიციპალიტეტები) საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის აპარატს გამოუყოს 6 000 000 (ექვსი მილიონი) ლარი შემდეგი პროექტების განსახორციელებლად:

1. დიდი და პატარა ლიახვის ხეობებში გარე განათების, დიდი ლიახვის ხეობის სოფელ თამარაშენში ატრაქციონისა და სპორტდარბაზის მშენებლობისათვის საჭირო მიწის ფართობის შეძენისა და მოწყობისათვის – 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი.

2. დიდი ლიახვის ხეობაში კეხვი-თამარაშენის წყალსადენის მაგისტრალის რეაბილიტაციისათვის – 1 050 000 (ერთი მილიონ ორმოცდაათი ათასი) ლარი.

3. დიდი ლიახვის ხეობის სოფლების: თამარაშენის, აჩაბეთის, ქურთის, ხეითის, ძარწემის, ქემერტის გაზიფიცირებისათვის 1 845 000 (ერთი მილიონ რვაას ორმოცდახუთი ათასი) ლარი.

4. პატარა ლიახვის ხეობის სოფლების: ერედვის, არგვიცის, ფრისის, ქსუისის, ზარდიაანთკარის, დისევის გაზიფიცირებისათვის – 1 405 000 (ერთი მილიონ ოთხას ხუთი ათასი) ლარი;

5. ფრონეს ხეობის სოფლების: ავნევისა და ნულის გაზიფიცირებისათვის – 700 000 (შვიდასი ათასი) ლარი.

პრემიერ-მინისტრი                                                 ზ. ნოღაიდელი