დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 87 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/02/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის განკარგულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | საქართველოს მთავრობის განკარგულებების კრებული, 2, 21/02/2007 |
| სარეგისტრაციო კოდი | 000000000.00(0).000.000000 |
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №87
2007 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის შესახებ
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისათვის“ გათვალისწინებული ასიგნებებიდან საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას – სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტს გამოუყოს 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი დიდი ლიახვის ხეობაში სპორტული დარბაზის მშენებლობისათვის, დიდი და პატარა ლიახვისა და ფრონეს ხეობების სოფლებში ექვსი ხელოვნურსაფარიანი სტადიონის მოსაწყობად.
პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები