დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თვითმმართველი ქ. ქუთაისის მერიის 2013 წლის ანგარიში | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქ. ქუთაისის მერია |
| მიღების თარიღი | 12/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
თვითმმართველი ქ . ქუთაისის მერიის 2013 წლის
ა ნ გ ა რ ი შ ი
„ინფორმაციის თავისუფლების შესახებ “ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესრულების თაობაზე
2013 წლის 10 დეკემბრის მონაცემებით , ქ . ქუთაისის მერიაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით მიღებული იქნა 176 წერილი , მათ შორის 136 მომართვა და 40 განცხადება . სრულყოფილი პასუხი გაეცა ყველა მათგანს .
მოთხოვნილი დოკუმენტების მოცულობის გათვალისწინებით , განმცხადებლებს გაეგზავნათ შეტყობინება საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებით , საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 38-ე მუხლის და „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე -3 მუხლის , მე -6 მუხლის და მე -8 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად .
საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნა ქ . ქუთაისის მერიაში არ მიღებულა .
საჯარო მოსამსახურეების მიერ , ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის დარღვევისა და პასუხისმგებელი პირებისათვის დისციპლინური სასჯელის დადების ფაქტს ადგილი არ ჰქონია .
ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები მიღებული იქნა ქ . ქუთაისის მერიის საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად .
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები