დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებათა სამედიცინო სამსახურის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 23 მაისის №117 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 344 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 13/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 16/12/2013 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/07/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010320010.22.038.016245 |
|
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებათა სამედიცინო სამსახურის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 23 მაისის №117 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
|
„ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებათა სამედიცინო სამსახურის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 23 მაისის №117 ბრძანებაში (სსმ, 010320010.22.038.016174, 23/05/2013) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებათა სამედიცინო სამსახურის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 23 მაისის №117 ბრძანების №1 დანართის:
ა) მე-12 - მე-17 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12 №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის ხანგრძლივი მოვლის პირთა განყოფილების უფროსი ექიმის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი სამედიცინო განათლება; ბ) სახელმწიფო სერტიფიკატი შინაგან მედიცინაში (თერაპია) ან ზოგადი პროფილის ექიმი (მკურნალი); გ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება.
მუხლი 13 №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის ხანგრძლივი მოვლის პირთა განყოფილების ექიმი-თერაპევტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი სამედიცინო განათლება; ბ) სახელმწიფო სერტიფიკატი შინაგან მედიცინაში (თერაპია) ან ზოგადი პროფილის ექიმი (მკურნალი); გ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება.
მუხლი 14 №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის ხანგრძლივი მოვლის პირთა განყოფილების ექიმი-ალგოლოგის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი სამედიცინო განათლება; ბ) სახელმწიფო სერტიფიკატი შინაგან მედიცინაში (თერაპია); გ) სუბ-სპეციალობის მოწმობა ტკივილის მედიცინასა და პალიატიურ მზრუნველობაში; დ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება.
მუხლი 15 №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის ხანგრძლივი მოვლის პირთა განყოფილების უფროსი ექთნის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) პროფესიული საექთნო განათლება (მე-5 დონე/მასთან გათანაბრებული), დიპლომით მინიჭებული კვალიფიკაცია: პრაქტიკოსი ექთანი, ფერშალი, მედიცინის და (მედ. ძმა), ბავშვთა დაწესებულების მედდა/ექთანი, ზოგადი პროფილის მედდა/ექთანი, ექთანი ან ბებიაქალი, მეანი, ფერშალ-ლაბორანტი, სანიტარიული ფერშალი (ექთნის თანამდებობაზე 3 წლის მუშაობის სტაჟის არსებობის შემთხვევაში ან გადამზადების შესაბამისი კურსის გავლის შემდეგ (მხოლოდ 2007 წლამდე კურსდამთავრებული)); ბ) სპეციალობით მუშაობის 3-წლიანი გამოცდილება.
მუხლი 16 №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის ხანგრძლივი მოვლის პირთა განყოფილების ექთნის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) პროფესიული საექთნო განათლება (მე-5 დონე/მასთან გათანაბრებული), დიპლომით მინიჭებული კვალიფიკაცია: პრაქტიკოსი ექთანი, ფერშალი, მედიცინის და (მედ. ძმა), ბავშვთა დაწესებულების მედდა/ექთანი, ზოგადი პროფილის მედდა/ექთანი, ექთანი ან ბებიაქალი, მეანი, ფერშალ-ლაბორანტი, სანიტარიული ფერშალი (ექთნის თანამდებობაზე 3 წლის მუშაობის სტაჟის არსებობის შემთხვევაში ან გადამზადების შესაბამისი კურსის გავლის შემდეგ (მხოლოდ 2007 წლამდე კურსდამთავრებული)); ბ) სპეციალობით მუშაობის 3-წლიანი გამოცდილება.
მუხლი 17 №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის ხანგრძლივი მოვლის პირთა განყოფილების ექთნის ასისტენტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) პროფესიული საექთნო განათლება (მე-5 დონე/მასთან გათანაბრებული), დიპლომით მინიჭებული კვალიფიკაცია: პრაქტიკოსი ექთანი, ფერშალი, მედიცინის და (მედ. ძმა), ბავშვთა დაწესებულების მედდა/ექთანი, ზოგადი პროფილის მედდა/ექთანი, ექთანი ან ბებიაქალი, მეანი, ფერშალ-ლაბორანტი, სანიტარიული ფერშალი (ექთნის თანამდებობაზე 3 წლის მუშაობის სტაჟის არსებობის შემთხვევაში ან გადამზადების შესაბამისი კურსის გავლის შემდეგ (მხოლოდ 2007 წლამდე კურსდამთავრებული)); ბ) სანიტრად/ექთნის ასისტენტად/უმცროს ექთნად მუშაობის არანაკლებ 2 წელი, უპირატესობა მიენიჭება ექთნად მუშაობის გამოცდილებას.“
ბ) 24-ე - 27-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 24 №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის ხანგრძლივი მოვლის პირთა თერაპიული განყოფილების უფროსი ექიმის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი სამედიცინო განათლება; ბ) სახელმწიფო სერტიფიკატი შინაგან მედიცინაში (თერაპია); გ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება.
მუხლი 25 №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის ხანგრძლივი მოვლის პირთა თერაპიული განყოფილების ექიმის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი სამედიცინო განათლება; ბ) სახელმწიფო სერტიფიკატი შინაგან მედიცინაში (თერაპია) ან კარდიოლოგიაში ან ნევროლოგიაში ან ენდოკრინოლოგიაში ან ინფექციურ დაავადებებში ან პულმონოლოგიაში ან ფთიზიატრიაში; გ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
მუხლი 26 №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის ხანგრძლივი მოვლის პირთა თერაპიული განყოფილების ექთნის (მორიგე) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) პროფესიული საექთნო განათლება (მე-5 დონე/მასთან გათანაბრებული), დიპლომით მინიჭებული კვალიფიკაცია: პრაქტიკოსი ექთანი, ფერშალი, მედიცინის და (მედ. ძმა), ბავშვთა დაწესებულების მედდა/ექთანი, ზოგადი პროფილის მედდა/ექთანი, ექთანი ან ბებიაქალი, მეანი, ფერშალ- ლაბორანტი, სანიტარიული ფერშალი (ექთნის თანამდებობაზე 3 წლის მუშაობის სტაჟის არსებობის შემთხვევაში ან გადამზადების შესაბამისი კურსის გავლის შემდეგ (მხოლოდ 2007 წლამდე კურსდამთავრებული)); ბ) კრიტიკულ მდგომარეობათა მედიცინის ექთნად მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება.
მუხლი 27 №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის ხანგრძლივი მოვლის პირთა თერაპიული განყოფილების ექთნის ასისტენტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) პროფესიული საექთნო განათლება (მე-5 დონე/მასთან გათანაბრებული), დიპლომით მინიჭებული კვალიფიკაცია: პრაქტიკოსი ექთანი, ფერშალი, მედიცინის და (მედ. ძმა), ბავშვთა დაწესებულების მედდა/ექთანი, ზოგადი პროფილის მედდა/ექთანი, ექთანი ან ბებიაქალი, მეანი, ფერშალ- ლაბორანტი, სანიტარიული ფერშალი (ექთნის თანამდებობაზე 3 წლის მუშაობის სტაჟის არსებობის შემთხვევაში ან გადამზადების შესაბამისი კურსის გავლის შემდეგ (მხოლოდ 2007 წლამდე კურსდამთავრებული)); ბ) სანიტრად/ექთნის ასისტენტად/უმცროს ექთნად მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, უპირატესობა მიენიჭება ექთნად მუშაობის გამოცდილებას.“
გ) 30-ე - 32-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 30 №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის მიმღები განყოფილების უფროსი ექიმის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი სამედიცინო განათლება; ბ) სახელმწიფო სერტიფიკატი შინაგან მედიცინაში (თერაპია) ან ზოგადი პროფილის ექიმი (მკურნალი); გ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება.
მუხლი 31 №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის მიმღები განყოფილების ექიმის (მორიგე) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი სამედიცინო განათლება; ბ) სახელმწიფო სერტიფიკატი შინაგან მედიცინაში (თერაპია) ან ქირურგიაში ან ზოგადი პროფილის ექიმი (მკურნალი); გ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება.
მუხლი 32 №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის მიმღები განყოფილების ექთნის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) პროფესიული საექთნო განათლება (მე-5 დონე/მასთან გათანაბრებული), დიპლომით მინიჭებული კვალიფიკაცია: პრაქტიკოსი ექთანი, ფერშალი, მედიცინის და (მედ. ძმა), ბავშვთა დაწესებულების მედდა/ექთანი, ზოგადი პროფილის მედდა/ექთანი, ექთანი ან ბებიაქალი, მეანი, ფერშალ- ლაბორანტი, სანიტარიული ფერშალი (ექთნის თანამდებობაზე 3 წლის მუშაობის სტაჟის არსებობის შემთხვევაში ან გადამზადების შესაბამისი კურსის გავლის შემდეგ (მხოლოდ 2007 წლამდე კურსდამთავრებული)); ბ) კრიტიკულ მდგომარეობათა მედიცინის ექთნად მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება.“
დ) 44-ე - 50-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 44 №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის თერაპიის განყოფილების უფროსი ექიმის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი სამედიცინო განათლება; ბ) სახელმწიფო სერტიფიკატი შინაგან მედიცინაში (თერაპია) ან კარდიოლოგიაში; გ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება.
მუხლი 45 №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის თერაპიის განყოფილების ექიმის (მორიგე) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი სამედიცინო განათლება; ბ) სახელმწიფო სერტიფიკატი შინაგან მედიცინაში (თერაპია) ან კარდიოლოგიაში; გ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება.
მუხლი 46 №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის თერაპიის განყოფილების უფროსი ექთნის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) პროფესიული საექთნო განათლება (მე-5 დონე/მასთან გათანაბრებული), დიპლომით მინიჭებული კვალიფიკაცია: პრაქტიკოსი ექთანი, ფერშალი, მედიცინის და (მედ. ძმა), ბავშვთა დაწესებულების მედდა/ექთანი, ზოგადი პროფილის მედდა/ექთანი, ექთანი ან ბებიაქალი, მეანი, ფერშალ-ლაბორანტი, სანიტარიული ფერშალი (ექთნის თანამდებობაზე 3 წლის მუშაობის სტაჟის არსებობის შემთხვევაში ან გადამზადების შესაბამისი კურსის გავლის შემდეგ (მხოლოდ 2007 წლამდე კურსდამთავრებული)); ბ) კრიტიკულ მდგომარეობათა მედიცინის ექთნად მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება.
მუხლი 47 №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის თერაპიის განყოფილების ექთნის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) პროფესიული საექთნო განათლება (მე-5 დონე/მასთან გათანაბრებული), დიპლომით მინიჭებული კვალიფიკაცია: პრაქტიკოსი ექთანი, ფერშალი, მედიცინის და (მედ. ძმა), ბავშვთა დაწესებულების მედდა/ექთანი, ზოგადი პროფილის მედდა/ექთანი, ექთანი ან ბებიაქალი, მეანი, ფერშალ-ლაბორანტი, სანიტარიული ფერშალი (ექთნის თანამდებობაზე 3 წლის მუშაობის სტაჟის არსებობის შემთხვევაში ან გადამზადების შესაბამისი კურსის გავლის შემდეგ (მხოლოდ 2007 წლამდე კურსდამთავრებული)); ბ) კრიტიკულ მდგომარეობათა მედიცინის ექთნად მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება.
მუხლი 48 №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის თერაპიის განყოფილების ექთნის ასისტენტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) პროფესიული საექთნო განათლება (მე-5 დონე/მასთან გათანაბრებული), დიპლომით მინიჭებული კვალიფიკაცია: პრაქტიკოსი ექთანი, ფერშალი, მედიცინის და (მედ. ძმა), ბავშვთა დაწესებულების მედდა/ექთანი, ზოგადი პროფილის მედდა/ექთანი, ექთანი ან ბებიაქალი, მეანი, ფერშალ-ლაბორანტი, სანიტარიული ფერშალი (ექთნის თანამდებობაზე 3 წლის მუშაობის სტაჟის არსებობის შემთხვევაში ან გადამზადების შესაბამისი კურსის გავლის შემდეგ (მხოლოდ 2007 წლამდე კურსდამთავრებული)). მე-3 დონე ან მასთან გათანაბრებული - ექთნის თანაშემწე. უპირატესობა ენიჭება მე-5 დონის/მასთან გათანაბრებულ საექთნო პროფესიულ განათლებას; ბ) სანიტრად/ექთნის ასისტენტად/უმცროს ექთნად მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, უპირატესობა მიენიჭება ექთნად მუშაობის გამოცდილებას.
მუხლი 49 №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის კრიტიკული მედიცინის განყოფილების უფროსი ექიმის (კრიტიკული მედიცინის) ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი სამედიცინო განათლება; ბ) სახელმწიფო სერტიფიკატი ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიაში ან კრიტიკულ მედიცინაში; გ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება.
მუხლი 50 №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის კრიტიკული მედიცინის განყოფილების ექთნის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) პროფესიული საექთნო განათლება (მე-5 დონე/მასთან გათანაბრებული), დიპლომით მინიჭებული კვალიფიკაცია: პრაქტიკოსი ექთანი, ფერშალი, მედიცინის და (მედ. ძმა), ბავშვთა დაწესებულების მედდა/ექთანი, ზოგადი პროფილის მედდა/ექთანი, ექთანი ან ბებიაქალი, მეანი, ფერშალ-ლაბორანტი, სანიტარიული ფერშალი (ექთნის თანამდებობაზე 3 წლის მუშაობის სტაჟის არსებობის შემთხვევაში ან გადამზადების შესაბამისი კურსის გავლის შემდეგ (მხოლოდ 2007 წლამდე კურსდამთავრებული)); ბ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება.“
2. „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებათა სამედიცინო სამსახურის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 23 მაისის №117 ბრძანების №1 დანართს:
ა) 65-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 651 მუხლი: „მუხლი 651 №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის ექიმი ეპიდემიოლოგის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი სამედიცინო განათლება; ბ) სახელმწიფო სერტიფიკატი ეპიდემიოლოგიაში ან ბავშვთა და მოზარდთა ჰიგიენაში; გ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება.“
ბ) 67-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 671 და 672 მუხლები: „მუხლი 671 №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის ექიმი ოტორინოლარინგოლოგის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი სამედიცინო განათლება; ბ) სახელმწიფო სერტიფიკატი ოტორინოლარინგოლოგიაში; გ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება.“
მუხლი 672 №18 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის ექიმი დერმატო-ვენეროლოგი ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი სამედიცინო განათლება; ბ) სახელმწიფო სერტიფიკატი დერმატო-ვენეროლოგიაში; გ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება.“
3. „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებათა სამედიცინო სამსახურის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 23 მაისის №117 ბრძანების №1 დანართის:
ა) 86-ე და 87-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 86 №19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის სამედიცინო ნაწილის სტაციონარული განყოფილების უფროსი ექიმის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი სამედიცინო განათლება; ბ) სახელმწიფო სერტიფიკატი ფთიზიატრიაში ან შინაგან მედიცინაში (თერაპია) (უპირატესობა მიენიჭება სახელმწიფო სერტიფიკატს ფთიზიატრიაში); გ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება.
მუხლი 87 №19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის სამედიცინო ნაწილის სტაციონარული განყოფილების ექიმის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი სამედიცინო განათლება; ბ) სახელმწიფო სერტიფიკატი შინაგანი მედიცინაში (თერაპია) ან კარდიოლოგიაში ან ნევროლოგიაში ან ენდოკრინოლოგიაში ან ინფექციურ დაავადებებში ან პულმონოლოგიაში ან ფთიზიატრიაში; გ) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება.“
ბ) 88-ე - 91-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.
4. „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებათა სამედიცინო სამსახურის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 23 მაისის №117 ბრძანების №1 დანართს მე-100 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1001 მუხლი:
„მუხლი 1001 პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებათა სამედიცინო სამსახურის ადმინისტრაციული ასისტენტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ა) უმაღლესი სამედიცინო ან საშუალო ფარმაცევტული ან პროფესიული საექთნო განათლება (მე-5 დონე/მასთან გათანაბრებული), დიპლომით მინიჭებული კვალიფიკაცია: პრაქტიკოსი ექთანი, ზოგადი პროფილის მედდა/ექთანი; ბ) ექიმად ან ფარმაცევტად ან ექთნის ასისტენტად/უმცროს ექთნად მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, უპირატესობა მიენიჭება ექიმად მუშაობის გამოცდილებას.“.
|
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები