„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 4746
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 11/05/2007
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 18, 22/05/2007
ძალის დაკარგვის თარიღი 09/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 040.110.030.05.001.002.837
  • Word
4746
11/05/2007
სსმ, 18, 22/05/2007
040.110.030.05.001.002.837
„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №29-30, 9.07.1997, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) სახელმწიფო ქონება – სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ყველა ნივთი და არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, მათ შორის, შენობა-ნაგებობები არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთით, რომელზედაც განთავსებულია ისინი, მოძრავი ნივთები, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციები, წილი, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები, სახელმწიფო საკუთრებაში ნებაყოფლობით გადაცემული საცხოვ-რებელი სახლები, ბინები და უძრავ-მოძრავი ნივთები; სახელმწიფო საკუთრებაში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად გადასული უმკვიდრო ქონება (მათ შორის, საცხოვრებელი სახლები და ბინები);“.

2. მე-2 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოში სახელმწიფო ქონების პრივატიზება ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, ამ კანონის, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების საფუძველზე. ეს კანონი არ აწესრიგებს სახელმწიფო საბინაო ფონდისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის (გარდა ამ კანონის პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ქონებისა), სახელმწიფო საკუთრებაში მემკვიდრეობის გზით გადასული მოძრავი ნივთის, უპატრონო და უმკვიდრო მოძრავი ნივთის, აგრეთვე რეალიზებას დაქვემდებარებული იმ მოძრავი ნივთის, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში გადასულია ჩუქების გზით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევის შედეგად ჩამორთმეული და სახელმწიფო საკუთრებაში გადასული ან/და მიქცეული მოძრავი ნივთის, სისხლის სამართლის საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებად მიჩნეული მოძრავი ნივთის, სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებული სხვა მოძრავი ნივთის და მოძრავი ნივთის სახით არსებული მატერიალური ფასეულობის პრივატიზების საკითხს.“.

3. მე-3 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. საპრივატიზებო ობიექტების ნუსხას ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.

6. სახელმწიფო ქონების პრივატიზებას ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ან/და მისი ტერიტორიული ორგანო.“.

4. მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2.

ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ 2 თვის ვადაში უზრუნველყოს შესაბამისი კანონპროექტების მომზადება სხვა საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანის თაობაზე.

    მუხლი 3.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტიმ. სააკაშვილი

თბილისი,

2007 წლის 11 მაისი.

№4746–Iს