დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| აფხაზეთის ავტონომური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის 2013 წლის ანგარიში | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
ანგარიში
აფხაზეთის ავტონომური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის 2013 წლის ანგარიში აფხაზეთის მთავრობის აპარატში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ
ა) საანგარიშო პერიოდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატში სულ 5 მოთხოვნა შემოვიდა საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე. საჯარო ინფორმაციის შესწორების თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა. მთავრობის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული.
ბ) საანგარიშო პერიოდში აფხაზეთის მთავრობის აპარატის მიერ დაკმაყოფილდა 5 მოთხოვნა საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და არ ყოფილა არც ერთი გადაწყვეტილება მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
გ) საანგარიშო პერიოდში საჯარო მონაცემთა ბაზების, საჯარო დაწესებულების მიერ პერსონალური მონაცემების სხვისთვის გადაცემა არ მომხდარა.
დ) საანგარიშო პერიოდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლისკის მთავრობის აპარატში დასაქმებულთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისა და პასუხისმგებელ პირებზე შესაბამისი დისციპლინული სახდელის დადების ფაქტს ადგილი არ ქონია.
ე) საანგარიშო პერიოდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლისკის მთავრობის აპარატს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარი არ უთქვამს, ასევე არ მომხდარა კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის დახურვა.
ვ) საანგარიშო პერიოდში აფხაზეთის მთავრობის აპარატის მიერ არ ყოფილა მიღებული საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება.
ზ) საანგარიშო პერიოდში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლისკის მთავრობის აპარატის მიერ ინფორმაციის დამუშავებისა და გაცემის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლისკის მთავრობის აპარატის მიერ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიღებულა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის აპარატის უფროსის
მოვალეობის შემსრულებელი ოთარ გარმელია
ანგარიში
აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება-ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს 2013 წლის ანგარიში სამმართველოში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ
საანგარიშო პერიოდში აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება-ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოში საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა.
აფხაზეთის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება
-ადმინისტრაციულ-სამეურნეო სამმართველოს უფროსი გოგი მანია
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები