დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს მთავრობასა და ალბანეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 332 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 12/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 13/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480140000.10.003.017498 |
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის შესაბამისად, ძალაში შესვლის მიზნით, დამტკიცდეს 2013 წლის 4 დეკემბერს ხელმოწერილი „საქართველოს მთავრობასა და ალბანეთის რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს შორის დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება. |
| მუხლი 2 |
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ: ა) აცნობოს საქართველოს პრეზიდენტსა და საქართველოს პარლამენტს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული შეთანხმების დადების შესახებ; ბ) შეატყობინოს ალბანეთის რესპუბლიკის მხარეს ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურის საქართველოს მხრიდან დასრულების თაობაზე. |
| მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები