დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის ანგარიში | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაცია |
| მიღების თარიღი | 10/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 12/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო
რწმუნებული ს – გუბერნატორის ადმ ი ნისტრაციის
ა ნ გ ა რ ი შ ი
2013 წლის განმავლობაში გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა სულ 9 განცხადება, აქედან 8 განცხადება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იქნა განხილული და დაკმაყოფილებული, ხოლო ერთი განცხადება, რომელიც შემოვიდა 2013 წლის 9 დეკემბერს, არის განხილვის პროცესში.
საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციაში გადაწყვეტილება არ მიღებულა და, შესაბამისად, შემდგომში არც გასაჩივრებულა ზემდგომ ინსტანციაში ან სასამართლოში. ასევე, ჩვენს მიერ გაცემულ საჯარო ინფორმაციაში შესწორებისა და დამატების შეტანის მოთხოვნით არცერთი განცხადება არ შემოსულა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 36–ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის სულხან სიბაშვილის 2012 წლის 04დეკემბრის №113 განკარგულებით, გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის –გუბერნატორის ადმინისტრაციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირად დადგენილი იყო სახელმწიფო რწმუნებულის –გუბერნატორის ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი იოსებ ბაინდურაშვილი, ხოლო შემდეგ, სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ზურაბ ჩხეიძის 2013 წლის 01 სექტემბრის №90 განკარგულებით, გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციაში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირად დადგენილია სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი კახა ტოლიაშვილი.
გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის –გუბერნატორის ადმინისტრაციაში შექმნილია მონაცემთა ბაზა, სადაც დაცულია სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორისადმინისტრაციაში შემოსული და შექმნილი ინფორმაცია.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მესამე თავის მოთხოვნათა შესაბამისად, სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციაში დაცული საჯარო ინფორმაციაღიაა და ხელმისაწვდომია ყველასთვის. ასევე, ამავე კანონის
შესაბამისად, დაცულია პირად, კომერციულ და სახელმწიფო საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაციის გაცემის მოთხოვნები.
გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის –გუბერნატორის ადმინისტრაციის არც ერთი საჯარო მოსამსახურის მიერ არ მომხდარა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევა და შესაბამისად არ მიღებულა გადაწყვეტილება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ვინმესათვის დაკისრების შესახებ.
სახელნწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციას ინფორმაციის დამუშავებასა და გაცემასთან, აგრეთვე ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გამო გადაწყვეტილების გასაჩივრების არარსებობის გამო არანაირი ხარჯი არ ჰქონია.
გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაცია აქტიურად თანამშრომლობს მასმედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებთანაც პერიოდულად იმართება საჯარო შეხვედრები. ადმინისტრაციულ შენობაში ფუნქციონირებს საინფორმაციო დაფა, ასევე მოქმედებს გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის ვებ–გვერდი www.Shidakartli.gov.ge, სადაც სისტემატურად თავსდება ინფორმაცია სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის საქმიანობის შესახებ. ვებ–გვერდზე განთავსებულია სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის თანამშრომლების საკონტაქტო ინფორმაცია და სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორის ადმინისტრაციის წლიური ანგარიში„ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის სფეროში კალენდარული წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შესახებ“. ასევე ვებ–გვერდი იძლევა საშუალებას კითხვა–პასუხის რეჟიმში ნებისმიერმა მსურველმა მიიღოს პასუხი მისთვის საინტერესო შეკითხვაზე.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები