(ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის 2013 წლის ანგარიში

  • Word
(ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის 2013 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები (კახეთის რეგიონის) სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის 2013 წლის ანგარიში
მიღების თარიღი 11/12/2013
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/12/2013
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
11/12/2013
ვებგვერდი, 11/12/2013
(ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის 2013 წლის ანგარიში
(კახეთის რეგიონის) სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის 2013 წლის ანგარიში

ანგარიში

საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ 49-ე მუხლის მოთხოვნის შესაბამისად გაცნობებთ, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ახმეტის, გურჯაანის, დედოფლისწყაროს, თელავის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, სიღნაღისა და ყვარლის მუნიციპალიტეტები) სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოსულია 13 განცხადება, მათგან 12 მოთხოვნა დაკმაყოფილდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვადების დაცვით, ხოლო, ერთი განცხადება შემოსულია მიმდინარე წლის 09 დეკემბერს და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ 40-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საჯარო ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოხდება 10 დღის ვადაში.

ამასთან გაცნობებთ, რომ მიმდინარე წელს:

    სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის მოთხოვნით განცხადება არ შემოსულა;

    საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურეა სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ნათია კაციაშვილი;

    სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ საჯარო მონაცემთა ბაზებისა და პერსონალური მონაცემების შეგროვება, დამუშავება, შენახვა და სხვისთვის გადაცემა არ მომხდარა;

    სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ მოთხოვნების დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, არცერთ საჯარო მოსამსახურეს არ დასდებია დისციპლინური სახდელი.

 

გიორგი ბოტკოველი

სახელმწიფო რწმუნებულის -

გუბერნატორის პირველი მოადგილე