ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიში

  • Word
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიში
დოკუმენტის ნომერი -
დოკუმენტის მიმღები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო
მიღების თარიღი 09/12/2013
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/12/2013
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
-
09/12/2013
ვებგვერდი, 11/12/2013
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიში
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო

ანგარიში

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიში   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის III თავის   ,,ინფორმაციის თავისუფლების შესახებ’’  შესრულების თაობაზე

  1. 2013 წელს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საჯარო ინფორმაციის                                                  გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 28 განცხადება და 28 - ვე დაკმაყოფილდა.
  2. საჯარო ინფორმაციაში შესწორების შეტანის თაობაზე მოთხოვნა არ შემოსულა, ასევე არც ერთ მოთხოვნაზე არ თქმულა უარი.
  3. საჯარო მონაცემთა ბაზა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოში არსებობს , ინფორმაცია განთავსებულია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ. გვერზე www.lagodekhi.org.ge პერიოდულად ხდება აღნიშნული ინფორმაციის დამუშავება და ბაზის განახლება.
  4. 2013 წლის 1 აგვისტოს საკრებულოს თავმჯდომარის N1-101 ბრძანების საფუძველზე დისციპლინური პასუხისმგებლობა - ,,გაფრთხილება“ დაეკისრა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს ,,გიორგეთის თემის“ რწმუნებულს მამუკა ხიდაშელს, რომელიც ვადამდე ადრე მოეხსნა საკრებულოს თავმჯდომარის 2013 წლის 20 ნოემბრის ბრძანება N1-162-ის საფუძველზე.

     2013 წლის 8 ივლისს N1-87 საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე,       დისციპლინური გადაცდომისათვის ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის და 79-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად სამსახურიდან განთავისუფლდა საკრებულოს აპარატის საზოგადოებასა და მასმედიასთან ურთიერთობის საკითხების მთავარი სპეციალისტი მარინე გოგოლაძე.

5.      ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკანონმდებლო აქტების მიღების დროს  სხდომა არ დაუხურავს.

6.      საჯარო ინფორმაციაზე უარის თქმა არ გასაჩივრებულა, ასეთის არ არსებობის გამო.

7.      საჯარო დაწესებულების მიერ ინფორმაციის დამუშავებაზე დაიხარჯა 4 ლარი.

  1. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა არ დახურულა და მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებასთან დაკავშირებული ხარჯები, მათ შორის მხარის სასარგებლოდ გადახდილი თანხები, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს არ აქვს.

 

საჯარო ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფაზე

პასუხისმგებელი პირი                               თეა ივანაშვილი