საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2013 წლის ანგარიში

  • Word
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2013 წლის ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 10/12/2013
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 11/12/2013
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
10/12/2013
ვებგვერდი, 11/12/2013
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2013 წლის ანგარიში
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი

ანგარიში

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2013 წლის  „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლით განსაზღვრული ანგარიში

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით 2013 წელს სულ შემოსულია 71 განცხადება, აქედან:

- საჯარო ინფორმაცია განმცხადებლის მოთხოვნის შესაბამისად გაიცა 68 შემთხვევაში;

- განხილვის პროცესშია -  3 განცხადება.

საანგარიშო პერიოდში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით არ შემოსულა არცერთი ადმინისტრაციული საჩივარი.

ამასთან გაცნობებთ, რომ ,,საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე, მათ შორის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემასა და ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის N247 ბრძანების შესაბამისად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე, მათ შორის, საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გაცემაზე პასუხისმგებელ პირად განსაზღვრულია იურიდიულ საკითხთა და პარლამენტთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი ირაკლი ქოიავა, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თეა ლეკვეიშვილი.