დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4736 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 11/05/2007 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 18, 22/05/2007 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 10/07/2012 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.030.000.05.001.002.832 |
საქართველოს კანონი
„საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1.
„საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №33, 10.11.2001, მუხ. 132) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-10 მუხლის:
ა) მე-4–მე-6 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-7 და მე-8 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარდგინებით 1 თვის ვადაში გამოსცემს ბრძანებას რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის შექმნის შესახებ.
8. რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის შექმნის შესახებ ბრძანების ძალაში შესვლიდან 1 თვის ვადაში შესაბამის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში უნდა გაერთიანდეს არანაკლებ 100 წევრისა, წინააღმდეგ შემთხვევაში დგება რეგიონული სავაჭრო-სამრეწველო პალატის ლიკვიდაციის საკითხი.“.
3. მე-12 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 12. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 11 მაისი.
№4736–Iს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები