დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 4722 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
მიღების თარიღი | 08/05/2007 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 18, 22/05/2007 |
სარეგისტრაციო კოდი | 470.230.000.05.001.002.829 |
საქართველოს კანონი
„პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებისა და ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №19, 2000 წელი, მუხ. 49) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატება და ცვლილება:
1. მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:
2.
„ლ) პალიატიური მზრუნველობა – აქტიური, მრავალპროფილური მზრუნველობა, რომლის უპირველესი ამოცანაა ტკივილისა და სხვა პათოლოგიური სიმპტომების მოხსნა, ავადმყოფთა სოციალური და ფსიქოლოგიური დახმარება, სულიერი თანადგომა. იგი ვრცელდება იმ პაციენტებზე, რომელთა დაავადება მკურნალობას აღარ ექვემდებარება; ასეთი მზრუნველობით შესაძლებელია ავადმყოფებისა და მათი ოჯახების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება.“.
2. 24-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს წინასწარ წერილობით გამოხატოს ნება (თანხმობა ან უარი) უგონო მდგომარეობაში აღმოჩენისას ან გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარის დაკარგვისას მისთვის სარეანიმაციო, სიცოცხლის შემანარჩუნებელი ან პალიატიური მკურნალობის ან/და პალიატიური მზრუნველობის ჩატარების შესახებ, თუ მითითებული გარემოებები გამოწვეულია:
ა) განუკურნებელი დაავადების ტერმინალური სტადიით;
ბ) დაავადებით, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს მძიმე ინვალიდობას.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2007 წლის 8 მაისი.
№4722–Iს
დოკუმენტის კომენტარები