დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ანგარიში | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 0 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი |
| მიღების თარიღი | 10/12/2013 |
| დოკუმენტის ტიპი | საჯარო დაწესებულების ანგარიში |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/12/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | |
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ანგარიში
„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2013 წლის ანგარიშს ინფორმაციის თავისუფლების შესახებ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მიზნით, 2013 წლის 10 დეკემბრის მდგომარეობით, შემოსულია 268 განცხადება. აქედან, უარი ეთქვა 12 განცხადებას, ვინაიდან, მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია არ განეკუთვნებოდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კომპეტენციის სფეროს, მოთხოვნილი დოკუმენტის ასლი არ იყო დაცული სამინისტროს არქივში, ან საჯარო ინფორმაციის გაცემა წინააღმდეგობაში მოდიოდა საქართველოს კონსტიტუციის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტთან, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლსა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლთან.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო აწარმოებს საჯარო ინფორმაციის შესახებ რეესტრს, რომელიც წარმოადგენს შიდაუწყებრივი ხასიათის დოკუმენტს, სადაც ფიქსირდება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის დაკმაყოფილებისა და უარის თქმის შემთხვევები, შესაბამისი თარიღების მითითებით.
საანგარიშე პერიოდში, პერსონალური მონაცემების სხვა პირისათვის გადაცემის შემთხვევას და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საჯარო მოსამსახურეთა მიერ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის გამო დისციპლინური სახდელების დადებას ადგილი არ ჰქონია.
საჯარო ინფორმაციის დამუშავების, გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები არ გასაჩივრებულა, შესაბამისად, ამ საკითხთან მიმართებაში სამინისტროს თანხის გადახდა არ დაკისრებია.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები