სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრის წლიური ანგარიში

  • Word
სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრის წლიური ანგარიში
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრი
მიღების თარიღი 10/12/2013
დოკუმენტის ტიპი საჯარო დაწესებულების ანგარიში
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 10/12/2013
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
10/12/2013
ვებგვერდი, 10/12/2013
სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრის წლიური ანგარიში
სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრი

საჯარო ინფორმაციის გაცემის შესახებ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი

სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრის

წლიური ანგარიში

(2012 წლის 10 დეკემბრიდან - 2013 წლის  10 დეკემბრამდე )

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ ანგარიშს 2012 წლის 10 დეკემბრიდან 2013 წლის  10 დეკემბრამდე სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრში საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებებისა და მათზე რეაგირების, ასევე დაცულ პერსონალურ მონაცემთა ბაზების შესახებ.

1.       საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრში შემოვიდა 3 განცხადება. ყველა შემოსული განცხადება დაკმაყოფილდა სრულად.

2.       საანგარიშო პერიოდში საჯარო ინფორმაციაში შესწორების მოთხოვნით არავის მოუმართავს.

3.      საჯარო ინფორმაციის გაცემაზე შემოსული განაცხადები ძირითადად შეეხებოდა ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას, თანამშრომელთა ხელფასებისა და პრემიების ოდენობას, სსიპ-ის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფას.

4.       საანგარიშო პერიოდში სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრის გადაწყვეტილებები საჯარო ინფორმაციის გაცემაზე  არ გასაჩივრებულა.

5.       საანგარიშო პერიოდში სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემა ხდებოდა საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად.

6.      საანგარიშო პერიოდში სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრის თანამშრომლების მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევის ფაქტი არ გამჟღავნებულა და ამ საფუძვლით დისციპლინური სახდელის შეფარდება არ მომხდარა.

7.      სსიპ იუსტიციის სასწავლო ცენტრი დებულებით დაკისრებული საჯარო უფლებამოსილების ფარგლებში ტესტირების ადმინისტრირების პროცესში ახორციელებს პერსონალური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და შენახვას. იუსტიციის სასწავლო ცენტრში დაცულია პერსონალური მონაცემები როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური სახით. აღნიშნულ მონაცემებზე წვდომა აქვთ მხოლოდ იმ თანამშრომლებს, რომლებსაც მათი სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე მინიჭებული აქვთ ამგვარი მონაცემების დამუშავებისა და შეგროვების უფლებამოსილება. პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შესაბამისი ინფორმაციულ-ტექნოლოგიური საშუალებებით, რაც თავის მხრივ გამორიცხავს არაუფლებამოსილი პირებისათვის პერსონალურ მონაცემებზე წვდომას.